|
| 1 |
|
| ესე შობანი ძეთა ნოესთანი: სემ, ქამ და იაფეთ. და იყვნეს მათდა ძენი შემდგომად წყლით რღუნისა. |
|
| 2 |
|
| ძენი იაფეთისანი ღამერ, და მაგოგ, და მადიმ, და ავან და ელიოსან, და თობელ და მოსოქ და თირას. |
|
| 3 |
|
| და ძენი ღამერისანი: ასქანაზ და რიფათ და თორღამა. |
|
| 4 |
|
| და ძენი ავანისნი: ელისა და თარშის კიტელნი. |
|
| 5 |
|
| როდელნი, ამათგან განიყვნეს ჭალაკნი წარმართთანი ქუეყანასა მათსა, თჳთეულნი ენად-ენად ტომთა შინა მათთა და ნათესავთა შინა მათთა. |
|
| 6 |
|
| ხოლო ძენი ქამისნი: ხუს, და მესარაიმ, ფუდ და ქანან. |
|
| 7 |
|
| ხოლო ძენი ხუსისნი: სავა, და ლვილატ, და სავათა, და რეღმაჲ და სავაკათა, ხოლო ძენი რეღმასნი: სავან და დათან. |
|
| 8 |
|
| ხოლო ხუს შვა ნებაროთ. ამან იწყო გმირ-ყოფად ქვეყანასა ზედა. |
|
| 9 |
|
| ესე იყო გმირი მონადირე წინაშე უფლისა ღმრთისა. |
|
| 10 |
|
| და იქმნა დასაბამ მეფობისა მისისა ბაბილონი, ორექი, აქადი და ტალანი ქუეყანასა სენარისსა. |
|
| 11 |
|
| ქუეყანისა მისგან გამოვიდა ასურ და აღაშენა ნინევი, და ქალაქი რომოთი, და ხალანი. |
|
| 12 |
|
| და დასე, საშუალ ნინევისა და საშუალ ხალანისა, ესე ქალაქი დიდი. |
|
| 13 |
|
| და მესარიმ შვნა ლუდიიმელნი, და ემატიიმელნი, და ლავიიმელნი, და ნეფთალიმილნი. |
|
| 14 |
|
| და პატროსონიმელნი და ხასლორიმელნი, ვინა გამოვიდა მიერ ფილისტიმ და კაფთორიიმელნი. |
|
| 15 |
|
| ხოლო ქანან შვა სიდონ პირმშოდ და ქეტელი. |
|
| 16 |
|
| და იებოსლელი, და ამორეველი, და გერგესეველი. |
|
| 17 |
|
| და ეველი, და არუკეველი, და ასენეველნი. |
|
| 18 |
|
| და არადელნი, და სამარეელნი, და ამათეფელნი და ამაათი, შედგომად მათსა განეთესნეს, ტომნი ქანანელთანი. |
|
| 19 |
|
| და იქმნნეს საზღვარნი ქანენელთანი სიდონისაგან და ვიდრე შესლვადმდე გერარად და ღაზად, და ვიდრე შესლვადმდე სოდომად და გომორად. |
|
| 20 |
|
| ადად და სებვომად - ესე ძენი ქამისნი ტომთა შინა მათთა და ენათა მათთა და სოფელთა მათთა. |
|
| 21 |
|
| და სემისსა იშუნეს მის-და-ცა მამისა ყოველთა ძეთა ებერისთასა, ძმისა იაფეთისა, ძმისა უხუცესისა. |
|
| 22 |
|
| ძენი სემისნი: ალიმ, და ასსურ, და არფაქსად, და ლუდდა, არამ და კაინან. |
|
| 23 |
|
| და ძენი არამისნი: ოს, და იულ, და ღათერ და მოსოხ. |
|
| 24 |
|
| და არფაქსად შვა სალაჲ. და სალა შვა ებერ. |
|
| 25 |
|
| და ებერისსა იშვნეს ორნი ძენი: სახელი ერთისა მის ფალეკ, რამეთუ დღეთა მისთა განინაწილა ქუეყანა და სახელი ძმისა მისისა იეკტან. |
|
| 26 |
|
| ხოლო იეკტან შვა ელმოდად, და სალეფ, და ასარმოთ, და იერარ. |
|
| 27 |
|
| და დორრა, და ღაზილ, და დეკლაჲ. |
|
| 28 |
|
| და გებარ, და აბიმეილ, და სავარ. |
|
| 29 |
|
| და უფირ, და ევილატ, და იობაბ ესე ყოველნი - ძენი იეკტანისნი. |
|
| 30 |
|
| და იქმნა დამკჳდრებაჲ მათი მასისითგან ვიდრე მოსულადმდე სოფირად, მთად აღმოსავლისად. |
|
| 31 |
|
| ესე ძენი სემისნი - ტომთა შინა მათთა, სოფელთა შინა მათთა და ნათესავთა შინა მათთა. |
|
| 32 |
|
| ესე ტომნი ძეთა ნოესთანი ნათესაობათაებრ მათთა თესლისაებრ მათისა. ამათგან განეთესნეს ჭალაკნი ნათესავთანი ქუეყანასა ზედა შემდგომად წყლით რღუნისა. |
|
|
|
|