მაშინ ჰრქუა მას იონადაბ: მიწევ ცხედარსა ზედა და მიზეზ-იდგ სნეულებისა და რაჟამს მოვიდეს მამა შენი ხილვად შენდა, მოითხოვე იგი მისგან, და ესრე არქუ, ვითარმედ: მოავლინე დაჲ ჩემი თამარ, და ზედამადგეს და მსახურებდეს მე და მიქმოდის წვენსა და ვსჭამო.
და მიწვა ამონ ცხედარსა თჳსსა ზედა და მიზეზ-იდგა სნეულებისა. და ვითარცა შევიდა მამა მისი ხილვად მისა, და ჰრქუა ამონ მეფესა: უბრძანე თამარს, დასა ჩემსა, რათა მოვიდეს ჩემდა და მიქმოდის საჭმელსა და ვჭამდე ჴელთაგან მისთა!
და მივიდა თამარ სახიდ ამმონისა, ძმისა თჳსისა, და იგი მიყრდომილ იყო ცხედარსა თჳსსა ზედა, მოიღო თამარ სამინდო და შექმნა იგი ლელანგოდ, და აღმოაგო იგი გუარდაკთა.
ჰრქუა მას თამარ, დამან მისმან: ნუ ჯერ-გიჩნს ეგე, ძმაო ჩემო, ნუ იყოფინ გინებაჲ ეგე! რამეთუ არასადა ყოფილ არს ისრაჱლსა შორის, ნუ იქმ ბილწებასა მაგას საქიქელსა.
რამეთუ არა იყოს ადგილი, სადა არა მიიწიოს სირცხჳლი და ყუედრებაჲ ჩემი, და შენ იქმნე შორის ისრაჱლისა, ვითარცა უგუნური! და უკუეთუ ეგე გნებავს, მომითხოვე უფალსა ჩემსა მეფესა და უწყი, რამეთუ არა იყოს უნებელი შენი!
ჰრქუა მას თამარ: ნუ ეგრე ზამ, ძმაო! უდიდესი არს უკუანაჲსკნელი ესე უსჯულოება ვიდრე პირველსა მას, რა-იგი მიყავ, და აწ განმაძო, მე! არამედ არა უსმინა მას.
მოეგებოდა მას აბესალომ, ძმა მისი, და ჰრქუა: რასა სტირ, რა არს? ნუუკუე ამონ, ძმამან შენმან, უნებელი რამე გიყო? აწ დადუმენ, დაო ჩემო, რამეთუ ძმა შენი არს და ნურარასა მიიღებ გულად შენდა! და დაჯდა თამარ ქურივობით სახლსა შინა ძმისა თჳსისა აბესალომისასა.
და კუალად ჰრქუა აბესალომ, ვითარმედ: გამოავლინე იგი! და მიავლინა დავით ამონ და ყოველნი ძმანი მისნი მის თანა. და ყო აბესალომ შვება დიდი მსგავსად ტაძრისა მის სამეფოსა.
და ამცნო აბესალომ მონათა თჳსთა და ჰრქუა, რაჟამს კეთილად დაითროს ამონ და მე გრქვა თქუენ, ვითარმედ: მალე ყავთ, მსწრაფლ მოკალთ იგი! ნუ გეშინინ, რამეთუ მე გიბრძანებ და მჴნედ იყვენით ძენი ძლიერებისანი!
და ივლტოდა აბესალომ მეფისაგან და იხილა გუშაგმან, გუნდი ერთი დიდძალი მოვიდოდა გზასა მას კერძოსა მთისასა. და უთხრა გუშაგმან მან მეფესა და ჰრქუა, ვითარმედ: ვიხილე მე გუნდი ერთი დიდძალი, რომელი ჩამოვიდა სორემით მთით კერძო.
და ვითარცა ამას იტყოდა ოდენ, მო-ხოლო-ვიდეს ძენი მეფისანი და ჴმითა დიდითა ტიროდეს და შევიდეს წინაშე მეფისა. და თავადი მეფეცა ტიროდა და ატირებდა ყოველსა ერსა ფრიად.