და აღიმსთჳს განთიად აბესალომ და დადგის გზასა ზედა ბჭეთა მათ წინაშე, რომელი მივალნ სასჯელად წინაშე მეფისა, მოუწოდის მათ აბესალომ და ეტყოდის: რომლისა ქალაქისა ხარ შენ? და ჰრქჳს კაცმან მან: ერთისა მისგან ტომისა ისრაჱლისა ვარ მონა შენი.
და წარავლინნა მაუწყებელნი ყოველთა მიმართ ნათესავთა ისრაჱლისათა და ამცნო მათ და ჰრქუა, ვითარმედ: რაჟამს გესმეს თქუენ ჴმაჲ ნესტჳსა, სთქუთ ყოველთა, ვითარმედ: მეფე არს აბესალომ ქებრონს!
და წარავლინა აბესალომ და მოიყვანეს აქიტობელი თეკველი, თანამზრახველი დავითისი, ქალაქით თჳსით დოვლით. და იყო, რაჟამს შესწირვიდა მსხუერპლსა და სიტყუაჲ დამტკიცნებოდა, და მიკრბებოდა აბესალომისა,
სიტყუად იწყო დავით მონათა მათ მისთა და ჰრქუა: აღდეგით, წარვიდეთ ამიერ, რამეთუ არა არს ჩუენდა ცხორებაჲ აბესალომისგან, ისწრაფეთ, მოარიდეთ, ნუუკუე მოვიდეს და მოსრას ქალაქი ესე ჩუენ გამო მახჳლითა.
ყოველნი მონანი მისნი, და წარვიდეს მის თანა და მოვიდეს ყოველნი ქეტელნი და ყოველნი ფერეზელნი, და მის თანა ექუსასი კაცი, რომელნი მოსრულ იყვნეს გეთით. და მივიდოდეს მკჳრცხლნი წინაშე მეფისა.
მაშინ ჰრქუა მეფემან ეთთის გეთელსა, ვითარმედ: რასათჳს მოხველ ჩუენ თანა? შეიქეც მუნვე და იყავ მეფისა თანა, რამეთუ კაცი უცხო ხარ შენა, რომელი აღდეგ ქუეყანით შენით გეთით და მოხველ ჩუენ თანა.
ხოლო დღეს არა გიტევებ მოსლვად ჩუენ თანა და მე წარვალ, სადაცა მიმავალ ვარ, და შენ მიიქეც და შეაქციენ ძმანიცა შენნი შენ თანა. და გიყოსთ უფალმან ღმერთმან წყალობა და ჭეშმარიტება მისი შენ თანა!
მიუგო ეთთი მეფესა და ჰრქუა: ცხოველ არს უფალი! და ცხოველ არს სული შენი, უფალო ჩემო მეფე! რამეთუ ვიდრეცა უფალი ჩემი მეფე მიხჳდე, გინა თუ სიკუდილით, გინა თუ ცხორებად მივიდე მეცა, მონა შენი!
და ყოველნი მონანი მისნი და ყოველი ერი მისი მის თანა ჴმითა მაღლითა ტიროდეს და აღვიდოდეს ნაღვარევსა მას კედრონისასა. და მეფე და ყოველი ძალი მისი ვიდოდეს გზასა მას ზედა.
მაშინ ჰრქუა დავით მეფემან სადუკს: მიიღე კიდობანი იგი სჯულისა უფლისა ადგილსავე თჳსსა; უკუეთუ ვპოო მადლი წინაშე უფლისა, და მომაქციოს ადგილად თჳსა და ვიხილო დიდებაჲ მაგისი.
და დავით აღვიდოდა აღმართსა მას ზეთისხილოვანისასა და ტიროდა და დაებურა თავი მისი, და მივიდოდა იგი უჴამური და ერი იგი თავდაკიდებულად და ფიჩუდაბურვილად და ტიროდეს.
და ვითარცა მოვიდა დავით როსკედმდე თაყუანის-ცემად უფლისა, და მოეგებოდა მას ქუში შემთხუევად დავითისა, თანამზრახველი იგი მისი. და დაეპო სამოსელი მისი და მიწა თავსა გარდაესხა.
არამედ მიიქეც ქალაქად, ესრე არქუ აბესალომს, ვითარმედ: წარვიდეს ძმანი შენნი და მამა შენი, მეფე. მინდა მისლვად მუნ, ხოლო აწ მონა შენი ვარ, მიტევე და ვცხონდებოდი შენს წინაშე. მაშინ მამისა შენისა, ხოლო აწ შენი ვარ მონა და განაქარვე ზრახვა აქიტობელისი.