და მოვიდა იერუსალჱმდ ძალითა დიდითა და აქლემებითა, რომელთა ეკიდა საკუმეველი და ოქრო დიდად ფრიად და თვლები პიტიოსნები და შევიდა სოლომონისა და ეტყოდა მას ყოველსავე, რაცა იყო გულსა მისსა.
და სანოაგე იგი სოლომონისი და სასხდომელი მონათა მისთა და წესი მსახურთა და სამკაული მისი და მწდენი მისნი და საჭურისნი მისნი და შესაწირავნი მისნი, რომელსა შესწირვიდა სახლსა მას უფლისასა, და უკჳრდა.
და არა მრწმენა მთხრობელთა მათ, ვიდრემდე მე თჳთ მოვედ და იხილეს თუალთა ჩემთა და, აჰა, ზოგიცა არა იყო, რომელსა მითხრობდეს მე სიბრძნისა შენისასა, რამეთუ შესძინე კეთილი ყოველსა მას სმენილსა, რომელ მესმა ქუეყანასა მას ჩუენსა.
და იყავნ უფალი ღმერთი შენი კურთხეულ, რომელსა სათნო-უჩნდი შენ მიცემად საყდრისა ისრაჱლისასა, რამეთუ შეიყუარა უფალმან ისრაჱლი სამკჳდრებელად უკუნისამდე და დაგადგინა შენ მეფედ მათ ზედა და ყოფად სასჯელისა და სამართლისა მათ ზედა.
და მიუპყრა სოლომონს ას და ოცი ტალანტი ოქროსა და საკმეველი დიდად ფრიად და თვლები პატიოსანი, რამეთუ არა მოღებულ იყო მუნ საკუმეველი სურნელი უფროს მისა, რომელი-იგი მოართვა დედოფალმან მან მეფესა სოლომონს.
და შექმნა მეფემან სოლომონ ძელი იგი უთლელი სამყაროდ ტაძრისა მის უფლისა და ტაძრისა მის მეფისა და ნესტუად და ქნარად შემასხმელთა მათთჳს და არავინა მოღებულ იყო ეგევითარი ძელი უთლელი ქუეყანასა მას მოდღენდელად დღემდე.
და მეფემან სოლომონ სცა დედოფალსა მას საბასსა ყოვლისაგან, რაცა უნდა და სთხოვა, გარნა მისგანი არარომელი მოართვა მას მეფესა სოლომონს, და მიიქცა და წარვიდა ქუეყანადვე თჳსა იგი და ყოველნი მონანი მისნი.
და ექუს მენაკ აღსავალი საყდრისა და თავნი კუროთანი ზედა საყდარსა მას ზურგით კერძო და ჴელნი იმიერ და ამიერ ზედა საყდარსა მას და ორნი ლომნი იმიერ და ამიერ ჴელთა მათ თანა.
და ყოველი ჭურჭელი და სამსახურებელი სოლომონისი იყო ოქროსაგანი და ავაზანი ოქროსი და ყოველი ჭურჭელი სახლისა მის ლიბანისა ოქროთა შემოსილი და არა იყო ვეცხლი, რამეთუ არად შერაცხილ იყო ვეცხლი დღეთა სოლომონისათა, ვითარმედ არს რამე.
რამეთუ ნავი თარშისა იყო მეფისა სოლომონისა ზღუასა შინა ნავთა თანა ქირამისათა და მესამესა წელსა მოიწიის მეფისა ნავი თარშით და მოართვეს ოქრო და ვერცხლი, ანთრაკი წახნაგებული და უთლელი და შუა პილოთა და ქია და ფარშამანგები.
და ქმნა სოლომონ ეტლები და განაწესა მჴედრები და იყო სოლომონისი ორმეოც ათას ჴდალი მეზვები საეტლედ და თორმეტ ათას საჴედართა. და განაწესნა იგინი ქალაქთა საეტლეთა და მეფისა თანაცა იერუსალჱმს.
და მოვიდოდა ეტლები ეგჳპტით ეტლი ერთი ასის სასწორისა ვერცხლისა და ცხენი ერთი ერგასის სასწორის ვერცხლისა, ეგრეცა ყოველთა მათ მეფეთა ქეტელისა და მეფეთა მათ ასურასტანისათ ზღჳთ კერძო აღმოსავალისათ.