და ჴმა-უყო საკურთხეველსა მას სიტყჳთა უფლისათა და თქუა: საკურთხეველო, საკუთრხეველო, ესრე იტყჳს უფალი: აჰა, ძე იშვეს სახლსა მას დავითისასა, იოსია სახელი მისი. და შეიწირნეს შენ ზედა ქურუმნი ეგე მაღალთა მათგან, რომელნი შესწირვენ შენ ზედა და ძვალნი კაცთანი დაწუნენ შენ ზედა.
და მისცა მას დღესა სასწაული და თქუა: ესე სასწაული იყოს, რომელსა იტყოდა უფალი და თქუა: აჰა, საკურთხეველი ეგე განიპოს და დაინთხიოს სიპოხე ეგე, რომელ არს მაგისა ზედა.
და იყო, ვითარცა ესმა მეფესა იერობუამს სიტყუაჲ იგი და ჴმაჲ კაცისა მის ღმრთისა ზედა საკურთხეველსა მას ბეთელს, მიჰყო მეფემან ჴელი თჳსი საკურთხეველისა მისგან და თქუა: შეიპყართ ეგე! და განჴმა ჴელი იგი, რომელ მიეყო მისა და ვერ უკუნიდრიკა თჳსვე.
და საკურთხეველი იგი განიპო და დაითხია სიპოხე იგი, რომელ იყო ზედა საკურთხეველსა მას მსგავსად სასწაულისა მის, რომელ მოასწავა კაცმან ღმრთისამან სიტყჳთა უფლისათა.
და ჰრქუა მეფემან იერობუამ კაცსა მას ღმრთისასა: ევედრე პირსა უფლისა ღმრთისა შენისასა და ილოცე ჩემთჳს, და მოაქციოს ჴელი ჩემი ჩემდავე. და ილოცა კაცმან მან ღმრთისამან წინაშე უფლისა და მოიქცა ჴელი მეფისა მისავე და იქმნა, ვითარცა-იგი პირველ.
და წინაწარმეტყუელი ერთი მოხუცებული დამკჳდრებულ იყო ბეთელს. და შევიდეს და უთხრეს მას ძეთა მისთა ყოველი იგი საქმე, რომელ ყო კაცმან მან ღმრთისამან მას დღესა შინა ბეთელს და სიტყუანი იგი, რომელთა ეტყოდა მეფესა, და მოაქციეს პირი მამისა მის თჳსისა.
და ეტყოდა მათ მამა იგი მათი და ჰრქვა: რომელსა გზასა წარვიდა? და უჩუენეს მას ძეთა მათ მისთა გზა იგი, რომელსა წარვიდა კაცი იგი ღმრთისა, რომელ მოსრულ იყო იუდად.
და ჰრქუა მას: მეცა წინაწარმეტყუელივე ვარ, ვითარცა-ეგე შენ და ანგელოზი უფლისა მეტყოდა მე სიტყჳთა უფლისათა და მრქუა: მოაქციე ეგე შენ თანა სახიდ შენდა, ჭამოს პური და სვას წყალი. და უტყუა მას.
და ეტყოდა კაცსა მას ღმრთისასა, მოსრულსა იუდით, და ჰრქუა: ესრე იტყჳს უფალი: ამისთჳს, რამეთუ განამწარე შენ სიტყუაჲ იგი უფლისა და არა დაიმარხე შენ მცნება იგი, რომელ გამცნო შენ უფალმან ღმერთმან შენმან,
და მიიქეც და სჭამე პური და სვი წყალი ადგილსა მაგას, რომლისა გრქვა შენ: არა სჭამო პური და არა სვა წყალი, არა დაისხნენ ჴორცნი შენნი საფლავსა მამათა შენთა თანა.
და, აჰა, კაცთა წარმავალთა იხილეს მკუდარი იგი დაგდებული გზასა მას, და ლომი იგი დგა მკუდარსა მას თანა, და შევიდეს და უთხრეს ქალაქსა მას, რომელსა შინა დამკჳდრებულ იყო წინაწარმეტყუელი იგი მოხუცებული.
ვითარცა ესმა, რომელმან მიაქცია იგი გზისა მისგან, თქუა: იგი კაცი ღმრთისა არს, რომელმან განამწარა სიტყუაჲ იგი უფლისა და მისცა უფალმან ლომსა მას და განტეხა იგი და მოაკუდინა მსგავსად სიტყჳსა მის უფლისა, რომელსა ეტყოდა მას.
და წარვიდა და პოვნა ჴორცნი მისნი დაგდებულ გზასა მას, და ვირი იგი, და ლომი დგა ჴორცთა მისთა თანა, და არა შეახო ლომმან მან ჴორცთა მათ კაცისა მის ღმრთისათა და არცა განხეთქა ვირი იგი.
და აღიხუნა წინაწარმეტყუელმან ჴორცნი იგი კაცისა მის ღმრთისანი და დადვა იგი ზედა ვირსა მას, და წარიღო იგი ქალაქად თჳსა მოხუცებულმან მან წინაწარმეტყუელმან ტყებად და დაფლვად იგი.
და იყო, შემდგომად ტყებისა მის ეტყოდა ძეთა მათ თჳსთა და ჰრქუა: ოდეს მოვკუდე, დამმარხეთ მე საფლავსა ამას, სადა დაეფლა კაცი ესე ღმრთისა, ძვალთა მაგისთა თანა დამდევით მე, რამეთუ ყოფით იყოს, რათა განერნენ ძვალნი ჩემნი ძვალთა მაგისთა თანა.
და შემდგომად ამათ სიტყუათა არა მოაქცია იერობუამ უკეთურებათაგან თჳსთა და მერმეცა განნაწილნა ერისა მისგან ქურუმნი მაღალთა მათ და რომელსა უნებნ, აღივსნის ჴელნი მისნი და იქმნის ქურუმ მაღალთა მათ.