და ვიდოდა ცოდვასა მამისა თჳსისასა, რომელ ქმნა წინაშე უფლისა ღმრთისა თჳსისა და არა იყო გული მისი სრულ უფლისა ღმრთისა თჳსისა, ვითარცა გული დავითისი, მამისა მისისა.
ვითარცა ქმნა დავით სამართალი წინაშე უფლისა და არა გარდააქცია ყოვლისაგანვე, რომელ ამცნო მას ყოველთა დღეთა ცხორებისა მისისათა, გარნა სიტყჳთა მით ჰურია ქეტელისათჳს.
და ნეშტნი სიტყუათა აბიასთანი და ყოველი, რაცა ქმნა, აჰა ესერა, წერილ არიან წიგნთა სიტყუათა დღეთა მეუფეთა მათ იუდასთა. და ბრძოლა იყო შორის აბიასა და შორის იერობუამისა.
და მააქა, დედა თჳსი, განიშორა დედოფლობისაგან თჳსისა, რამეთუ კრება-ყო მაღნარსა მას თჳსსა; და მოკაფა ასამ ძნელოვანნი მისნი და დაწვა ცეცხლითა ნაღვარევსა მას კედროვნისასა.
და მოიღო ასამ ყოველი იგი ოქრო და ვერცხლი, რომელ იპოვა საფასესა სახლსა უფლისასა და საფასესა სახლისა მის სამეუფოისასა და მისცა იგი ჴელთა მონათა თჳსთასა და წარავლინნა იგინი ასა მეფემან ძისა მის ადერისი, ძისა აბენერისა, რამასა, ძისა იაბელისა, მეფისა ასურთასა, რომელ-იგი დამკჳდრებულ იყო დამასკეს, და ჰრქუა:
აღთქუა აღთქმა ჩემდა და შენ შორის და შორის მამისა ჩემისა და მამისა შენისა. აჰა, ეგერა, მიგიძღვანე შენ ძღვენი ოქრო და ვერცხლი. განაქარვე აღთქმა შენი, რომელ არს ბაას მეფისა თანა ისრაჱლისასა, რათა წარვიდეს დღეს ჩემგანცა.
და ისმინა ძემან ადერ მეფისამან ასაისი და წარავლინნა მთავარნი იგი ერისა თჳსისანი ქალაქთა მათ ისრაჱლისათა, და დასცეს ნაინი და დანი და აბელმო სახლისა მის მააქასი და ყოველივე ქენერეთი და ყოველი ქუეყანა ნეფთალიმისი.
და მეფემან ასამ ამცნო ყოველსა იუდასა, რომელ იყუნეს ენაკიმს, რათა წარმოიხუნენ ქვანი იგი რამაასნი და ძელი მისი, რომელ აშენა ბაას. და აშენა მით მეფემან ასამ ყოველნი იგი ბორცუნი ბეინამენისნი და საებგურონი იგი.
და ნეშტნი სიტყუათა ასაისთანი და ყოველი ძალი მისი და ყოველი, რაცა ქმნა, და ქალაქნი იგი ყოველნი, რომელ აღაშენნა, აჰა, ესერა, წერილ არიან წიგნთა სიტყუათა დღეთა მეფეთა მათ იუდასთასა, ხოლო ჟამსა მას სიბერისა მისისასა ელმოდეს ფერჴნი მისნი.
და იყო, მეფობასა მას მისსა მათ ზედა დასცა ყოველი იგი სახლი იერობუამისი ვიდრე მოსრვადმდე მისა მსგავსად სიტყჳსა მის უფლისა, რომელსა იტყოდა ჴელითა მონისა თჳსისა აქია სელონიტელისათა.