და არქუა (!) საულ ნიჯოგარსა მას თჳსსა, რომელსა-იგი აქუნდა საჭურველი მისი: იჴადე მახჳლი შენი და განმგუმირე მე! ნუუკუე მოვიდენ წინადაუცვეთელნი იგი და მეკიცხევდენ მე. და არა ინება ნიჯოგარმან, რამეთუ შეეშინა მოკლვად მისა. და მოიღო საულ ჴმალი თჳსი და დაეცვა მას ზედა
და ვითარცა იხილა ყოველმან კაცმან ისრაჱლისმან, რომელი იყუნეს ღელვასა მას, რამეთუ ივლტოდა ისრაჱლი და მოკუდა საულ და ძენი მისნი, დაუტევეს ქალაქები მათი და ივლტოდეს. და მოვიდეს უცხოთესლნი იგი და დაემკჳდრნეს მათ შინა.
და აღდგეს გალადით ყოველნი კაცნი ძლიერებისანი და წარიღეს გუამი საულისი და გუამნი ძეთა მისთანი, და მიიხუნეს იგინი იაბინად და დაფლეს ძუალნი მათნი ქუეშე მუხასა მას იაბინისასა და იმარხვიდეს შჳდ დღე.
და მოკუდა საულ უსჯულოებითა თჳსითა, რომლითა შესცოდა ღმერთსა სიტყჳსა მისებრ უფლისა, რამეთუ არა დაიმარხა, არამედ იკითხა მუცლითმზღაპრელთა გამოძიებად, და უთხრა მას სამუელ წინაწარმეტყუელმან.