ბიბლია 2002
|
| 1 |
| წლის შემოქცევისას, მეფეთა გამოსვლის ჟამს, იოაბი წინ წაუძღვა ლაშქარს და გაანადგურა ყამონის ძეთა ქვეყანა. და მივიდა და რაბას შემოადგა. დავითი კი იერუსალიმში დარჩა. და აიღო იოაბმა რაბა და დაანგრია. |
| 2 |
| აიღო დავითმა მათი მეფის გვირგვინი მისი თავიდან, და ნახა რომ ერთი ტალანტი ოქროს წონისა იყო და ძვირფასი თვლებით მოოჭვილი, და თავზე დაირქვა იგი. აურაცხელი ნადავლი წამოიღო დავითმა ქალაქიდან. |
| 3 |
| და გამოიყვანა იქ მყოფი ხალხი და იწყო მათი ხოცვა ხერხებით, რკინის საცეხვებითა და რკინის ცულებით. ასე მოექცა დავითი ყამონის ძეთა ქალაქს და დაბრუნდა დავითი თავისი ხალხითურთ იერუსალიმში, |
| 4 |
| ამის შემდეგ იყო, რომ ფილისტიმელებთან ომი ატყდა გეზერში. მაშინ სიბექაი ხუშათელმა მოკლა სიფაი, რაფიმელთა ერთი ძე, და დაზავდნენ. |
| 5 |
| და კვლავ ატყდა ფილისტიმელებთან ომი. მაშინ ელხანან იაყირის ძემ დაამარცხა ლახმი, გოლიათის ძმა, რომლის შუბის ბუნი მქსოველთა ლილვისოდენა იყო. |
| 6 |
| და კვლავ ატყდა ომი გათში. იყო უზარმაზარი კაცი, რომელსაც ხელ-ფეხზე ექვს-ექვსი თითი ესხა – სულ ოცდაოთხი. ისიც ბუმბერაზთა ნაშიერი იყო. |
| 7 |
| და დასცინოდა ისრაელს, მაგრამ განგმირა იგი იონათან შიმყას ძემ – დავითის ძმისწულმა. |
| 8 |
| ესენი შეეძინნენ რაფას გათში და ყველანი დავითისა და მის მსახურთა ხელით დაეცნენ. |
| შენახვა შენიშვნები |
https://beblia.bible:81/BibleAudio/georgian2002/1chronicles/020.mp3
29
20