და თქვა იოაბმა: „რაც არის, ასმაგად გაამრავლოს უფალმა თავისი ერი. განა ყველა ისინი, ჩემო ბატონო მეფევ, ჩემი ბატონის მსახურნი არ არიან? მაშ ამას რაღად ითხოვს ჩემი ბატონი? რატომ დაედოს ცოდვა ისრაელს?“
და მიართვა იოაბმა დავითს აღრიცხვის წიგნი და აღმოჩნდა მთელს ისრაელში მილიონ ასი ათასი მახვილის მაშიშვლებელი კაცი, ხოლო იუდაში ოთხას-სამოცდაათი ათასი მახვილის მაშიშვლებელი კაცი.
სამი წლის შიმშილობა გირჩევნია, სამი თვის დევნილობა შენი მტრისგან და შენი მტრის მახვილი რომ მოგწვდეს, თუ სამი დღის მანძილზე უფლის მახვილი, შავი ჭირი და უფლის შემმუსვრელი ანგელოზი, ისრაელის მთელ სამკვიდრებელში.’“
და გაგზავნა ღმერთმა იერუსალიმში ანგელოზი მის გასანადგურებლად. და როდესაც მან განადგურებას მიჰყო ხელი, მოხედა უფალმა და აკმარა უბედურება, და უთხრა შემმუსვრელ ანგელოზს: „კმარა, ახლა უკან წაიღე ხელი!“ უფლის ანგელოზი ორნან იებუსელის კალოსთან იდგა.
და გაიხედა და დაინახა დავითმა ცისა და დედამიწის შუა მდგარი უფლის ანგელოზი; ხელში თავისი გაშიშვლებული მახვილი ეჭირა, იერუსალიმზე დაღირებული. დავითი და უხუცესნი. სახეშებურვილნი, პირქვე დაემხნენ.
და უთხრა დავითმა ღმერთს: „ხალხის აღრიცხვა ხომ მე ვბრძანე? მე შევცოდე, მე ჩავიდინე ბოროტება, ამ ცხვრებმა რაღა დააშავეს? უფალო, ღმერთო ჩემო! ჩემზე და მამაჩემის სახლზე იყოს შენი ხელი, ოღონდ შენს ერზე ნუ იქნება მის დასაღუპად.“
და უთხრა ორნანმა დავითს: „აიღოს და გააკეთოს მეფე ბატონმა, რაც ენებოს. აჰა, ხარები სრულადდასაწველად მომირთმევია, კევრები შეშად, ხორბალი საძღვნოდ. ყველაფერს ვიძლევი.“
იმ ადგილას აუგო დავითმა უფალს სამსხვერპლო, და მიიტანა სრულადდასაწველი და სამშვიდობო მსხვერპლი. და მოუხმო უფალს. მან კი სრულადდასაწველის სამსხვერპლოზე ზეციდან ცეცხლის მოცემით უპასუხა.