და წარვიდა სოლომონ და ყოველი იგი კრებული ისრაჱლისა მაღალსა მას მთასა, რომელი არს გაბაონს, სადა-იგი იყო კარავი საწამებელი ღმრთისაჲ, რომელი ქმნა მოსემ, მონამან უფლისამან, უდაბნოსა ზედა.
და საკურთხეველი იგი რვალისა, რომელი ქმნა ბესელიელ, ძემან ურიასმან, ძისა ორისმან, მუნ იყო წინაშე კარავისა მის უფლისა, და გამოიძია იგი სოლომონ და კრებულმან მან.
და შეწირა მუნ სოლომონ საკურთხეველსა მას ზედა რვალისასა წინაშე უფლისა, რომელი იყო კარავსა შინა საწამებელისასა და მოიღო და შეწირა მას ზედა ყოვლად დასაწველები ათასი.
და ჰრქუა უფალმან სოლომონს: ამისთჳს, რამეთუ იყო ესე გულსა შენსა და არა ითხოე სიმდიდრე საფასეთა, არცა დიდებაჲ, და არცა თავნი მტერთანი, არცა ითხოენ დღენი მრავალნი, და ითხოე თავის შენისა სიბრძნე და გულისხმის-ყოფა, რათა განიკითხვიდე ერსა ჩემსა, რომელსა ზედა ჰმეფობ შენ
სიბრძნე და გულისხმის-ყოფა მიგცე შენ და სიმდიდრე, ფასი და დიდებაჲ ყოველივე მიგცე შენ, ვითარმედ არა ვინ იყოს მსგავს შენდა მეფეთა შორის უწინარესთა შენთა და შემდგომად შენსა არა ვინ იყოს ეგრეთ.
და შეკრიბა სოლომონ ეტლები და მჴედრები, და იყო მისი ათას და ოთხას ეტლი და ათორმეტი ათასი მჴედართა; და დაადგინნა იგინი ქალაქებსა მას ეტლებისასა და ერი იგი იყო მეფისა თანა იერუსალჱმს.
მისულად და სყიდად. და აღმოვიდიან და მოიღიან ეგჳპტით ეტლი ერთი ექუსასი ვერცხლისა და ცხენი ასერგასის. და ეგრეთცა ყოველთა მეფეთა ქეტელთა და მეფეთა ასურეთისათა მოაქუნდა ჴელითა მათითა.