და შეკრბეს მის თანა კაცნი ბილწნი, ძენი უსჯულოებისანი, და აღდგომილ არს რობოამის ზედა, ძისა სოლომონისა. და რობოამ იყო ჭაბუკ და მოშიშ გულითა და ვერ წინადაუდგა წინაშე პირსა მისსა.
გამოასხენით მღდელნიცა უფლისანი და ძენი არონისნი და ლევიტელნი და გიყოფიან თქუენ მღდელად ერისაგან ქუეყანისანი ყოველი, რომელი მოუვალს აღვსებად ჴელთა ჴბოითა ზროხათაგან და შჳდითა ვერძითა. და იქმნებოდეს ქურუმნი მისა, რომელი არა არს ღმერთ.
და ჩუენ უფალი ღმერთი ჩუენი არა დაგჳტევებიეს და მღდელნი მისნი მსახურებენ უფალსა, ძენი არონისნი და ლევიტელნი სამდღევროსა მათ ზედა შესწირვენ საკურთხეველსა ზედა უფლისასა.
და ყოვლად დასაწველნი შესაწირავნი განთიად და მწუხრი და საკუმეველი აღმზადებული, და დაგება პურთა შესაწირავთა და საკურთხეველსა ზედა წმიდასა და სასანთლენი ოქროსანი და სანთელნი აღნთებულნი აღნთებად მწუხრნი, რამეთუ ვიმარხევთ ჩუენ საცოსა უფლისა ღმრთისა მამათა ჩუენთასა და თქუენ დაუტევეთ იგი
და, აჰა, ესერა, ჩუენ თანა მთავრად უფალი, მღდელნი მისნი და ნესტუები უწყებისა უწყებად თქუენ ზედა და თქუენ, ძენი ეგე ისრაჱლისანი, ჰბრძოდეთ აწ უფალსა ღმერთსა მამათა ჩუენთასა. უწყოდეთ, რამეთუ არა წარგემართოს თქუენ.
და მოიქცა იუდა და იხილა და, აჰა, ესერა, ბრძოლად მათა მოვიდოდა ისრაჱლი წინა უკან და უკანა წარ. და ღაღად-ყო იუდამ უფლისა მიმართ. და მღდელნი იგი სცემდეს საყჳრსა.