და თქუა: უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო! შენ ხარ ღმერთი ცათა შინა და შენ უფლებ ყოველთა ზედა მეფეთა თესლთასა და ჴელთა შინა შენთა არს ძალი ძლიერებისა და არა ვინ არს წინააღმდგომ შენდა.
შენ ხარ ღმერთი, რომელმან მოსრენ მკჳდრნი ამის ქუეყანისანი წინაშე ერისა შენისა ისრაჱლისა და მიეც იგი ნათესავსა აბრაჰამისსა, საყუარელისა შენისასა, საუკუნოდ,
უკუეთუ მოიწიოს ჩუენ ზედა ბოროტი, ანუ მახჳლი, ანუ სასჯელი, ანუ სიკუდილი, ანუ სიყმილი, ვდგეთ წინაშე სახლისა ამის და წინაშე შენსა, რამეთუ სახელი შენი წოდებულ არს სახლსა ამას და ვღაღადებდეთ შენდა მიმართ ჭირისა ამისთჳს მომავლისა ჩუენ ზედა და ისმინო და მიჴსნნე ჩუენ
და აწ, ესერა, ძენი ამონისნი და მოაბ და მთისა სეირისანი, რომელნი არა მოსცენ ისრაჱლსა განსლვად მათ მიერ და მოსლვასა მას მათსა ეგჳპტით, რამეთუ მოიქცეს მათგან და არა მოსრნეს იგინი.
უფალო, ღმერთო ჩუენო! არა საჯო მათ შორის, რამეთუ არა არს ჩუენდა ძალ წინააღმდგომად მათა ესეოდენსა ამას სიმრავლესა დიდსა, რომელნი ესე მოსრულ არიან ჩუენ ზედა და არა ვიცით, რაჲ ვყოთ მათთჳს, არამედ შენდა მიმართ მხედვარ არიან თუალნი ჩუენნი.
და ოზიელის ზედა, ძისა ზაქარიასა, ძეთაგან ბანესთა, ძეთა ელეელისთა, ძეთა მათთანისასათა და ლევიტელისათა ძეთაგანთა ისაფისთა. და იყო მის ზედა სული უფლისაჲ კრებულსა მას შორის
და თქუა: ისმინეთ იუდამან და მკჳდრთა იერუსალჱმისათა, მეფემან იოსაფატ! ამას იტყჳს უფალი, ნუ გეშინინ თქუენ მათთჳს და ნუცა შეძრწუნდებით პირისაგან ერისა ამის მრავლისა, რამეთუ არა თქუენი არს ბრძოლა, არამედ უფლისაჲ.
ხვალე გარდავედით მათა, აჰა, ეგერა, აღმოვლენ იგინი აღმოსლვასა მას გამომატებულსა ასერისასა და პოვნეთ იგინი თავსა მას ზედა მძინარისა მის უდაბნოსა იერიელისასა.
არა არს თქუენი ბრძოლა ესე, გულისხმა-ყავთ და იხილეთ მაცხოვარებაჲ უფლისა თანა, იუდა და იერუსალიმ! ნუ გეშინინ, ნუცა შეძრწუნდებით ხვალე განსლვად და წყობად მათა, რამეთუ უფალი არს თქუენ თანა.
აღიმსთუეს განთიად და განვიდეს უდაბნოსა მას თეკვასასა და განსლვასა მას დადგა იოსაფატ, ღაღად-ყო და თქუა: ისმინეთ ჩემი იუდამან და მკჳდრთა იერუსალჱმისათა! ერწმუნენით უფალსა, ღმერთსა ჩუენსა, გერწმუნოს თქუენ, გრწმენინ წინაწარმეტყუელისა მისისა და წარგემართოს თქუენ
და ზრახვა-ყო იოსაფატ ერისათჳს და დაადგინნა მგალობელნი და მაქებელნი აღსარებად და ქებად სიწმიდესა განსლვასა მას წინაშე ერისა და იტყოდეს: აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუე არს წყალობაჲ მისი.
და აღდგეს ძენი მოაბისნი და ძენი ამონისნი მკჳდრთა მათ ზედა მთისა სეირისათა მოჴოცად და შემუსრვად მათა. და მოასრულნეს მკჳდრნი სეირისნი, რამეთუ აღდგეს იგინი ურთიერთას, და მოისრნეს იგინი.
და იუდა მოვიდა სამსტროსა მას უდაბნოსასა და მოიხედეს და იხილეს სიმრავლე იგი ერისა მის და, აჰა, ესერა, ყოველნივე მომწყდარ იყუნეს და დაცემულ ქუეყანასა ზედა, და არა ვინ იყო განრინებულ.
და მოვიდა იოსაფატ და ერი მისი ტყუენვად ნატყუვნავისა მათისა და პოეს საცხოვარი ფრიად და ჭურჭელი და იავარი და ჭურჭელი გულისსათქმელი. და წარმოიღეს იგი და ყვეს სამი დღე ტყუევნასა მათსა ნატყუენავისასა, რამეთუ მრავალ იყო.
და მეფე იქმნა იოსაფატ იუდასა ზედა, ოცდაათხუთმეტისა წლისა იყო მეფობასა მისსა და ოცდახუთ წელ მეფობდა იერუსალჱმს, და სახელი დედისა მისისა აზუბა, ასული სალისი.
და ნეშტნი სიტყუანი იოსაფატისნი, პირველნი და შემდგომნი, აჰა, ესერა, წერილ არიან სიტყუათა იეუსთა, ძისა ანანისთა, რომელმან აღწერა წიგნი მეფეთა ისრაჱლისათა.
და წინაწარმეტყუელებდა ელიეზარ, ძე ოდრიასი, რომელი იყო მარისით, იოსაფატს. ჰრქუა, რამეთუ დაეგე შენ ოქოზიას, აჰა, მოსრა უფალმან საქმე შენი და შეიმუსრა ნავები შენი და ვერ უძლო წარსლვად თარშიდ.