Ბიბლია 2013
|
| 1 |
| განისვენა იოშაფატმა თავის მამებთან და დაიმარხა მათ გვერდით დავითის ქალაქში. და მის ნაცვლად იორამი, მისი ძე, გამეფდა. |
| 2 |
| და ჰყავდა მას ძმები, იოშაფატის ვაჟები: ყაზარია, იეხიელი, ზაქარია, ყაზარია, მიქაელი, შეფატია, ესინი არიან იოშაფატის, ისრაელის მეფის, ძენი. |
| 3 |
| და მისცა მათ მამამ მრავალი საჩუქარი – ვერცხლი, ოქრო და ძვირფასეულობა, იუდას გამაგრებულ ქალაქებთან ერთად; სამეფო კი იორამს გადასცა, რადგან იგი პირმშო იყო. |
| 4 |
| და დაიჭირა მამამისის სამეფო იორამმა და, როცა გაძლიერდა, მახვილით დახოცა თავისი ძმები და ისრაელის მთავრები. |
| 5 |
| 32 წლისა იყო იორამი, როცა გამეფდა და რვა წელი იმეფა იერუსალიმში. |
| 6 |
| ისრაელის მეფეთა გზით დადიოდა იგი, როგორც იქცეოდა ახაბის სახლი, რადგან ახაბის ასული ჰყავდა ცოლად და ბოროტს აკეთებდა უფლის თვალში. |
| 7 |
| მაგრამ არ უნდოდა უფალს დავითის სახლის დაქცევა იმ აღთქმის გამო, დავითს რომ დაუდო, როცა შეჰპირდა, რომ მისცემდა ლამპარს მას და მის შთამომავალთ სამარადისოდ. |
| 8 |
| მის დროს განუდგა ედომი იუდას და დაისვეს სხვა მეფე. |
| 9 |
| და გაემართა იორამი თავისი მხედართმთავრებით და მთელი თავისი ეტლიონით. და ადგა ღამით და სძლია ედომელებს, გარს რომ ეხვივნენ, და ეტლიონთა მეთაურებს. |
| 10 |
| და განუდგა ედომი იუდას და ასეა დღემდე; იმხანადვე განუდგა ლიბნაც იუდას, რადგან მიატოვა იორამმა უფალი, თავისი მამების ღმერთი. |
| 11 |
| მანაც მოაწყო მაღლობები იუდას მთებში და გარყვნა იერუსალიმის მცხოვრებნი და აცდუნა იუდა. |
| 12 |
| და წერილი მოუვიდა მას ელია წინასწარმეტყველისაგან, რომელშიც ეწერა: „ასე ამბობს უფალი, მამაშენის, დავითის, ღმერთი: იმის გამო, რომ შენ არ დაადექი მამაშენის, იოშაფატის და იუდას მეფე ასას, გზას, |
| 13 |
| არამედ ისრაელის მეფეთა გზით წახვედი, გარყვენი იუდა და იერუსალიმის მცხოვრებნი ახაბის სახლის გარყვნილების მსგავსად, თანაც შენზე უკეთესი შენი ძმები – მამაშენის სახლი – ამოწყვიტე, |
| 14 |
| აჰა, უფალი სასტიკად მოსრავს შენს ხალხს, შენს ვაჟებსა და შენს ცოლებს და მთელ შენს სარჩო-საბადებელს. |
| 15 |
| შენ კი მძიმე სენს შეგყრის, ნაწლავთა სენს, ისე რომ ნაწლავები სნეულებით დღე და დღე გადმოგცვივა.“ |
| 16 |
| და აღძრა უფალმა იორამის წინააღმდეგ ფილისტიმელთა და არაბთა სული, ქუშელთა მეზობლად რომ ცხოვრობენ; |
| 17 |
| და გაილაშქრეს იუდაზე, და შეიჭრნენ მასში და ხელში ჩაიგდეს მთელი ქონება, რაც კი მეფის სახლში აღმოჩნდა, აგრეთვე მისი ვაჟები და ცოლები. ძე აღარ დარჩა, გარდა იეჰოახაზისა, მის ძეთა შორის უმრწემესისა. |
| 18 |
| ყოველივე ამის შემდეგ დასცა უფალმა იგი უკურნებელი სენით. |
| 19 |
| ასე იყო დღე და დღე. მეორე წლის ბოლოს კი გადმოსცვივდა ნაწლავები სენისაგან და საშინელი ტანჯვებით მოკვდა. მისმა ხალხმა არ დაუნთო კეთილსურნელების კოცონი, როგორც მის მამებს უნთებდნენ. |
| 20 |
| 32 წლისა იყო როცა გამეფდა, და რვა წელი იმეფა იერუსალიმში. ისე წავიდა, რომ არავის დანანებია. და დამარხეს დავითის ქალაქში, სამეფო სამარხში. |
|
| Შენახვა Შენიშვნები |
https://beblia.bible:81/BibleAudio/georgian2012/2chronicles/021.mp3
36
21