|
| 1 |
|
| მიუგო ცოფარ ნაყამათელმა და თქვა: |
|
| 2 |
|
| „ამიტომ მაიძულებენ ჩემი ფიქრები პასუხს, და ამის გამოა, რომ ვიჩქარი; |
|
| 3 |
|
| რადგან ჩემს შეურაცხმყოფელ შენიშვნას ვისმენ, და ჩემი გონების სული მათქმევინებს პასუხს. |
|
| 4 |
|
| ხომ იცი ეს ძველთაგან, მას აქეთ, რაც ადამიანი დამკვიდრდა მიწაზე, |
|
| 5 |
|
| ურჯულოთა ლხენა ხანმოკლეა, და უღვთოს სიხარული – წამიერი. |
|
| 6 |
|
| თუნდაც ცად ამაღლდეს მისი დიდება და მისი თავი ღრუბლებს მისწვდეს, |
|
| 7 |
|
| თავისი განავალივით გაქრება სამუდამოდ, და მისი მნახველნი იკითხავენ: ‘სადაა იგი?’ |
|
| 8 |
|
| სიზმარივით გაფრინდება და ვერავინ იპოვნის, ღამეულ ჩვენებასავით გაუჩინარდება. |
|
| 9 |
|
| თვალი, მისი მნახველი, ვეღარ იხილავს მას, და მეტად ვეღარც მისი ადგილი იხილავს მას. |
|
| 10 |
|
| და მისი ძენი ღარიბ-ღატაკთა მომადლიერებას ეცდებიან, და თავისი ხელით დაუბრუნებენ დოვლათს. |
|
| 11 |
|
| მისი ძვლები სავსეა სიჭაბუკით, მაგრამ მასთან ერთად მიიქცევიან მიწა-მტვრად. |
|
| 12 |
|
| თუმცა ბოროტება ეტკბილება პირში და ენის ქვეშ ინახავს, |
|
| 13 |
|
| თუმცა ზოგავს მას და არ გამოაგდებს და პირში იჩერებს, |
|
| 14 |
|
| და მაინც გადაექცევა საჭმელი სიმწარედ მუცელში, ასპიტთა შხამად მის ნაწლავებში. |
|
| 15 |
|
| იგი ყლაპავს დოვლათს, მაგრამ ამოარწყევს, ღმერთი გამოუდევნის მას მუცლიდან. |
|
| 16 |
|
| ასპიტთა შხამსა სწოვს იგი, უნასის ენა მოჰკლავს მას. |
|
| 17 |
|
| ვერ იხილავს ნაკადულებს, მდინარეებს, თაფლისა და ერბოს ნიაღვრებს. |
|
| 18 |
|
| დააბრუნებს ნაოფლარს და ვერ ჩაყლაპავს. დოვლათის მიხედვით ექნება ნავაჭრი, მაგრამ |
|
| 19 |
|
| რადგან ჩაგრავდა და ივიწყებდა ღარიბ-ღატაკებს, სახლს ანგრევდა და არ აშენებდა. |
|
| 20 |
|
| ვინაიდან არ ასვენებდა მუცელი, თავის სასურველს ვერაფერს გადაარჩენს. |
|
| 21 |
|
| არაფერი მორჩენია შეუსანსლავი, ამისთვის ვერ გასტანს მისი კეთილდღეობა. |
|
| 22 |
|
| თავისი სისავსის სიუხვეში ვიწროდ იქნება, ყოველი გატანჯული ხელი მისწვდება მას. |
|
| 23 |
|
| მუცელს რომ ამოიყორავს, ღმერთი მოუვლენს მას თავისი რისხვის ცეცხლს და საჭმელად აწვიმებს მასზე. |
|
| 24 |
|
| გაექცევა რკინის იარაღს, – განგმირავს მას სპილენძის მშვილდი. |
|
| 25 |
|
| გამოიძრობს და გამოვა მისი სხეულიდან ისარი, და ელვა გამოვა მისი ნაღველადან, თავზარი დაეცემა მას. |
|
| 26 |
|
| მთელი წყვდიადი მის საგანძურად შეინახება. შეჭამს მას დაუნთებელი ცეცხლი, და ეწევა სიავე მისი კარვის ნატამალს. |
|
| 27 |
|
| გააცხადებს ზეცა მის დანაშაულს და მიწა აღდგება მის წინააღმდეგ. |
|
| 28 |
|
| და მისი სახლის დოვლათი და წაილეკება მისი რისხვის დღეს. |
|
| 29 |
|
| ეს არის ხვედრი ურჯულო კაცისა და ხვედრი, ღვთის მიერ ნაბრძანები.“ |
|
|
|
|