|
| 1 |
|
| მიუგო ცოფარ ნაყამათელმა და თქვა: |
|
| 2 |
|
| „მომხედე! მაიძულებენ ჩემი ფიქრები პასუხს, და ამის გამოა, რომ ვჩქარობ; |
|
| 3 |
|
| რადგან ჩემს შეურაცხმყოფელ შენიშვნას ვისმენ, და ჩემი გონების სული მათქმევინებს პასუხს. |
|
| 4 |
|
| ხომ იცი ეს ძველთაგან, მას აქეთ, რაც ადამიანი დამკვიდრდა მიწაზე, |
|
| 5 |
|
| რომ ურჯულოთა ლხენა ხანმოკლეა, და უღვთოს სიხარული – წამიერი. |
|
| 6 |
|
| თუნდაც ცად ამაღლდეს მისი დიდება და მისი თავი ღრუბლებს მისწვდეს, |
|
| 7 |
|
| თავისი განავალივით გაქრება სამუდამოდ, და მისი მნახველნი იკითხავენ: ‘სადაა იგი?’ |
|
| 8 |
|
| სიზმარივით გაფრინდება და ვერავინ იპოვის, ღამეულ ჩვენებასავით გაუჩინარდება. |
|
| 9 |
|
| თვალი, მისი მნახველი, ვეღარ იხილავს მას, და ვეღარც მისი ადგილი დაინახავს მას. |
|
| 10 |
|
| მისი ძენი ღარიბ-ღატაკთა მომადლიერებას ეცდებიან, და საკუთარი ხელით დააბრუნებენ დოვლათს. |
|
| 11 |
|
| მათი ძვლები, სავსე სიჭაბუკით, მათთან ერთად იქცევიან მტვრად. |
|
| 12 |
|
| თუმცა ბოროტება ეტკბილებათ პირში და ენის ქვეშ ინახავენ, |
|
| 13 |
|
| თუმცა ზოგავენ მას, არ გადმოაგდებენ და პირში იჩერებენ, |
|
| 14 |
|
| მაინც გადაექცევათ საჭმელი სიმწარედ მუცელში, ასპიტთა შხამად მათ ნაწლავებში. |
|
| 15 |
|
| ყლაპავენ დოვლათს, მაგრამ ამოანთხევენ, ღმერთი გამოუდევნის მათ მუცლიდან. |
|
| 16 |
|
| ასპიტთა შხამს შეისრუტავენ, უნასის ენა მოჰკლავს მათ. |
|
| 17 |
|
| ვერ იხილავენ ნაკადულებს, მდინარეებს, თაფლისა და ერბოს მდინარეებს. |
|
| 18 |
|
| დააბრუნებენ ნაოფლარს და ვერ ჩაყლაპავენ. ნავაჭრის დოვლათიდან ვერ ნახავენ კმაყოფილებას. |
|
| 19 |
|
| რადგან ჩაგრავდნენ და ივიწყებდნენ ღარიბ-ღატაკებს, სახლს ანგრევდნენ და არ აშენებდნენ. |
|
| 20 |
|
| ვინაიდან არ ასვენებდათ მუცელი, მათთის სასურველს ვერაფერს გადაარჩენენ. |
|
| 21 |
|
| არაფერი მორჩენიათ შეუსანსლავი, ამიტომ ვერ გასტანს მათი კეთილდღეობა. |
|
| 22 |
|
| თავიანთი სისავსის სიუხვეში ვიწროდ იქნებიან, ყოველი გატანჯული ხელი მისწვდება მათ. |
|
| 23 |
|
| მუცელს რომ ამოიყორავენ, ღმერთი მოუვლენს მათ თავისი რისხვის ცეცხლს და აწვიმებს მათზე. |
|
| 24 |
|
| გაექცევიან რკინის იარაღს, – განგმირავს მათ ბრინჯაოს მშვილდი. |
|
| 25 |
|
| გამოიძრობენ და გამოვა მათი სხეულიდან ისარი, და ელვა გამოვა მათი ნაღველადან, თავზარი დაეცემა მათ. |
|
| 26 |
|
| სრული წყვდიადი იქნება მათი განძი. შეჭამს მათ დაუნთებელი ცეცხლი, და ეწევა სიავე მათი კარვის ნარჩენებს. |
|
| 27 |
|
| გააცხადებს ზეცა მათ დანაშაულს და მიწა აღდგება მათ წინააღმდეგ. |
|
| 28 |
|
| მათი სახლის დოვლათი გადაივლის და წაილეკება მისი რისხვის დღეს. |
|
| 29 |
|
| ეს არის წილი ურჯულო კაცისა, ხვედრი, ღმერთის მიერ ნაბრძანები.“ |
|
|
|
|