|
| 1 |
|
| და მიუგო იობმა და თქვა: |
|
| 2 |
|
| „სმენით ისმინეთ ჩემი სიტყვა, და ეს იყოს თქვენგან ნუგეშისცემა ჩემი. |
|
| 3 |
|
| ჯერ მე მათქმევინეთ და როცა ვიტყვი, მერე დამცინეთ. |
|
| 4 |
|
| განა ადამიანს ვემდური? როგორ არ ვიქნები სულმოკლე? |
|
| 5 |
|
| შემომხედეთ და განცვიფრდით, და პირზე აიფარეთ ხელი. |
|
| 6 |
|
| ამაზე ფიქრიც კი მზარავს, და ძრწოლა იპყრობს ჩემს ხორცს. |
|
| 7 |
|
| რატომ არის, რომ ცოცხლობენ ურჯულონი, სიბერეს აღწევენ და ძალით მძლავრობენ? |
|
| 8 |
|
| მათსავე სიცოცხლეში მათ წინაშე გამყარებულია მათი მოდგმა, და მათი შთამომავლობა მათ თვალწინაა. |
|
| 9 |
|
| მათი სახლები დაცულია შიშისგან და არც ღვთის კვერთხია მათზე. |
|
| 10 |
|
| მისი კურო ამაკებს და არ ააცდენს, მათი ფური მაკდება და მკვდარს არ იგებს. |
|
| 11 |
|
| ფარასავით უშვებენ თავიანთ ბალღებს, და კუნტრუშობენ მათი პატარები. |
|
| 12 |
|
| მღერიან დაირაზე და ქნარზე და მხიარულებენ სალამურის ხმაზე. |
|
| 13 |
|
| კეთილდღეობაში ატარებენ თავიანთ დღეებს, და მშვიდად ჩავლენ შავეთს. |
|
| 14 |
|
| ღმერთს ეუბნებიან: ‘ჩამოგვშორდი, არ გვსურს ვიცოდეთ შენი გზები. |
|
| 15 |
|
| რა არის ყოვლადძლიერი, რომ ვემსახუროთ? და რას გვარგებს, რომ ვეხვეწოთო?’ |
|
| 16 |
|
| აჰა, მათი კეთილდღეობა მათ ხელში არ არის! – ურჯულოთა რჩევა შორს არის ჩემგან! |
|
| 17 |
|
| ხშირად ყოფილა, რომ ჩამქრალა ურჯულოთა სანთელი? რამდენჯერ სწევიათ მათ უბედურება? თავისი რისხვის ჟამს უნაწილებს ღმერთი მათ სატანჯველს? |
|
| 18 |
|
| იქნებიან ისინი ჩალის წველივით ქარის წინაშე და როგორც ბზე, ქარიშხლისაგან მოტაცებული. |
|
| 19 |
|
| შენ იტყვი: ‘ღმერთი სატანჯველს უნახავს მის შვილებს.’ – დაე, თავად მათ მიაგოს ღმერთმა, რომ იწვნიონ! |
|
| 20 |
|
| იხილონ მისმა თვალებმა თავისი უბედურება და თავად შესვას ყოვლადძლიერის რისხვა. |
|
| 21 |
|
| რადგან რაღა სარგებლობა აქვს თავის სახლში სიკვდილის შემდგომ, როცა მისი თვეების რიცხვი შეწყდება? |
|
| 22 |
|
| ნუთუ ღმერთს ჭკუა ესწავლება, როცა იგი ზენაურთ განიკითხავს? |
|
| 23 |
|
| ზოგი სრული კეთილდღეობის ჟამს კვდება, სრულიად მშვიდი და უზრუნველი. |
|
| 24 |
|
| მისი წიაღი სავსეა რძით და მისი ძვლები სავსეა ტვინით. |
|
| 25 |
|
| ზოგი კი სულგამწარებული კვდება, და არ უნახავს სიკეთის გემო. |
|
| 26 |
|
| ერთად წვანან მიწაში და ჭიები ფარავენ მათ. |
|
| 27 |
|
| მე ვიცი თქვენი ფიქრები და მზაკვრობანი, რითაც ძალადობთ ჩემზე, |
|
| 28 |
|
| რადგან ამბობთ: ‘სად არის დიდებულის სახლი, და სად არის ურჯულოთა კარავ-სავანეები?’ |
|
| 29 |
|
| განა არ შეეკითხეთ გზად ჩამვლელებს, და არ გსმენიათ მათი მოწმობები, |
|
| 30 |
|
| რომ წარწყმედის დღეს დაზოგილია ბოროტი კაცი, გარიდებულ იქნება რისხვის დღეს? |
|
| 31 |
|
| ვინ ამხილებს მას პირში მისი გზის გამო, და ვინ მიუზღავს მას ნამოქმედარისთვის? |
|
| 32 |
|
| სამარემდის მიასვენებენ და დარაჯს მიუჩენენ მის საფლავს. |
|
| 33 |
|
| ტკბილად მიიღებს ველის გორახებს, მრავალი კაცი გააცილებს მის ცხედარს, და მის წინაც მრავალი წაუძღვება. |
|
| 34 |
|
| როგორღა მანუგეშებთ მე ამაოებით? თქვენი პასუხები სიცრუედ რჩება!“ |
|
|
|
|