წმინდა ბიბლია (OGB)
|
| 1 |
| მიუგო ელიუს და ჰრქუა: |
| 2 |
| რასათჳს ესრეთ განიზრახე სასჯელსა შინა? შენ ვინ ხარ, სთქუ, ვითარმედ: მართალ ვარ წინაშე უფლისა? |
| 3 |
| ანუ ესემე სთქუა: ერთვე ვცოდე, აწ რა ვყო? |
| 4 |
| მე მოგიგო შენ სიტყუაჲ და სამთა მაგათ მეგობართა შენთა. |
| 5 |
| აღიხილენ ზეცად და იხილენ და განიცადენ ღრუბელნი, რავდენ მაღალ არიან შენგან. |
| 6 |
| უკუეთუ სცოდე, აწ რაჲ ჰყო? ანუ თუ ფრიად უსჯულოებაჲ გიქმნიეს, რაჲ ჴელ-გეწიფების ყოფად? |
| 7 |
| ღაღათუ მართალ ხარ, რაჲმე მისცე მას? ანუ რამე მიიღოს ჴელთაგან შენთა? |
| 8 |
| კაცისა მსგავსისა შენისაებრ უსჯულოებაჲ შენი და ძისაგან კაცისა სიმართლე შენი. |
| 9 |
| სიმრავლისაგან ცილისწამებისა ღაღადებდენ და ვალალებდენ მკლავისა მაგრისაგან მრავალთასა. |
| 10 |
| და არა თქუან: სადა არს ღმერთი, რომელმან შემქმნა მე, რომელმან დააწესნა საცონი ღამისანი, |
| 11 |
| რომელმან გამომარჩია მე ოთხფერჴთაგან ქუეყანისათა და მფრინველთაგან ცისათა. |
| 12 |
| მუნ ღაღადებდენ და არა ისმინოს მათი და გინებისაგან უკეთურთასა, |
| 13 |
| რამეთუ უჯერო არს. ჰნევას ხილვად უფალსა, რამეთუ თავადი ყოვლისა მპყრობელი მსტუარ არს მოქმედთა უსჯულოებისათა და მიჴსნნეს ჩუენ. |
| 14 |
| ესაჯეღა წინაშე მისსა, უკუეთუ ვითარ შეუძლო ქებად მისა, რავდენ-იგი არს. |
| 15 |
| და აწ არა ვინ არს, რომელმანცა მოხედა რისხვასა მისსა, და არა ცნა იგი ფრიად შეცოდებითა მით. და იობ ამაოდ აღაღო პირი მისი და უცნობელებით სიტყუათა დაამძიმებს. |
| 16 |
| შენახვა შენიშვნები |
https://beblia.bible:81/BibleAudio/georgian/job/035.mp3
42
35