ბიბლია 2013
|
| 1 |
| განაგრძო ელიჰუმ და თქვა: |
| 2 |
| „ნუთუ სამართლიანად მიგაჩნია, რომ ამბობ: ‘ღმერთზე მართალი ვარ?’ |
| 3 |
| რომ ამბობ: ‘რას მარგებს, რას მომიტანს ჩემი უცოდველობა?’ |
| 4 |
| მე გიპასუხებ შენ და შენს მეგობრებსაც, შენთან ერთად რომ არიან: |
| 5 |
| ახედე ზეცას და იხილე, შეხედე ღრუბლებს – ისინი შენზე მაღლაა. |
| 6 |
| თუ შენ შესცოდე, რას დაუშავებ ამით მას? თუ შენს დანაშაულს გაამრავლებ, ამით რას უზამ მას? |
| 7 |
| თუ შენ მართალი ხარ, რას შემატებ მას? ან რას მიიღებს შენი ხელიდან? |
| 8 |
| მხოლოდ შენისთანა კაცზე მოქმედებს შენი უკეთურება, და ადამის ძეზე – შენი სიმართლე. |
| 9 |
| ბევრი ჩაგვრისაგან ღაღადებს ხალხი, შველას ითხოვენ ძლიერის მკლავიდან. |
| 10 |
| და არავინ ამბობს: ‘სად არის ღმერთი, ჩემი გამჩენი, ძალის მომძღვნელი ღამით, |
| 11 |
| რომელიც გვწვრთნის ჩვენ მიწის მხეცებზე მეტად, და განგვაბრძნობს ჩვენ ცის ფრინველებზე მეტად?’ |
| 12 |
| ღაღადებენ იქ ისინი და ის პასუხს არ სცემს, ავკაცთა ამპარტავნების გამო. |
| 13 |
| ნამდვილად, ამაო ღაღადს არ შეისმენს ღმერთი და ყოვლადძლიერი არ მოხედავს მას. |
| 14 |
| თუმცა შენ ამბობ, რომ ვერ ხედავ მას, მაგრამ საკითხი მის წინაშეა, დაელოდე მას. |
| 15 |
| და ახლა, რაკი მისი რისხვა არ სჯის, და ყურადღებას არ აქცევს სისულელეს, |
| 16 |
| ამაოდ ხსნის ბაგეს იობი, და უაზროდ ხარჯავს სიტყვებს.“ |
| შენახვა შენიშვნები |
https://beblia.bible:81/BibleAudio/georgian2012/job/035.mp3
42
35