|
| 1 |
|
| აუარებდით უფალსა და ხადოდეთ სახელსა მისსა, მიუთხრენით წარმართთა შორის საქმენი მისნი. |
|
| 2 |
|
| აქებდით მას და უგალობდით მას, მიუთხრობდით ყოველთა საკჳრველებათა მისთა. |
|
| 3 |
|
| იქებოდით სახელითა მისითა წმიდითა; იხარებდინ გული მეძიებელთა უფლისათა. |
|
| 4 |
|
| მოიძიეთ უფალი და განძლიერდით და ეძიებდით პირსა მისსა მარადის; |
|
| 5 |
|
| მოიჴსენეთ საკჳრველებათა მისთა, რომელ ქმნნა სასწაულნი და სამართალნი პირისა მისისანი. |
|
| 6 |
|
| ნათესავნი აბრაჰამისნი მონანი მისნი, შვილნი იაკობისნი რჩეულნი მისნი. |
|
| 7 |
|
| თავადი არს უფალი ღმერთი ჩუენი, და ყოველსა ქუეყანასა ზედა არიან სამართალნი მისნი. |
|
| 8 |
|
| მოიჴსენა უკუნისამდე აღთქმისა თჳსისა და სიტყვაჲ, რომელ ამცნო ათასამდე ნათესავად, |
|
| 9 |
|
| რომელ-იგი დადვა აბრაჰამის თანა და ფიცი მისი ისაკის თანა. |
|
| 10 |
|
| და დაამტკიცა იგი იაკობის თანა ბრძანებად და ისრაჱლისა აღთქმად საუკუნოდ. |
|
| 11 |
|
| და ჰრქუა მას: შენ მიგცე ქუეყანა იგი ქანანისა ნაწილად მკჳდრებისა თქუენისა; |
|
| 12 |
|
| რამეთუ იყვნეს იგინი რიცხჳთ მცირე-მცირე და მსხემ მას შინა. |
|
| 13 |
|
| და ვიდოდეს იგინი თესლითი თესლად და მეფეთაგან ერად სხუად. |
|
| 14 |
|
| არა აუფლა კაცსა ვნებად მათდა და ამხილა მათთჳს მეფეთა: |
|
| 15 |
|
| ნუ შეეხებით ცხებულსა ჩემსა და წინაწარმეტყუელთა ჩემთა შორის ნუ უკეთურობთ. |
|
| 16 |
|
| და მოუწოდა სიყმილსა ქუეყანად და ყოველი ძალი პურისა შემუსრა. |
|
| 17 |
|
| წარავლინა წინაწარ მათსა კაცი, და მონად განისყიდა იოსები. |
|
| 18 |
|
| დაამდაბლნეს ბორკილითა ფერჴნი მისნი, რკინასა განვლო სულძან მისმან. |
|
| 19 |
|
| ვიდრე მოწევნადმდე სიტყჳსა მისისა სიტყუამან უფლისამან გამოაჴურვა იგი. |
|
| 20 |
|
| მიავლინა მეფემან და განჰჴსნა იგი მთავრად ერისა და განუტევა იგი. |
|
| 21 |
|
| და დაადგინა იგი უფლად სახლსა თჳსისა და მთავრად ყოვლისა მონაგებისა მისისა; |
|
| 22 |
|
| სწავლად მთავართა მისთა, ვითარცა თავი თჳსი, და მოხუცებულთა მისთა განბრძნობად. |
|
| 23 |
|
| და შევიდა ისრაჱლი ეგჳპტედ, და იაკობ დაემკჳდრა ქუეყანასა ქამისსა. |
|
| 24 |
|
| და აღაორძინა ერი მისი ფრიად და განაძლიერა იგი უფროს მტერთა მისთა. |
|
| 25 |
|
| გარდააქცია გული მისი მოძულებად ერისა მისისა და ზაკუად მონათა შორის მისთა. |
|
| 26 |
|
| წარავლინა მოსე, მონაჲ მისი, და აჰრონ, რომელი გამოირჩია თავისა თჳსისა; |
|
| 27 |
|
| დასხნა მათ შორის სიტყუანი სასწაულთა მისთანი და ნიშთა მისთანი ქუეყანასა მას ქამისასა. |
|
| 28 |
|
| მიავლინა მათდა ბნელი და დააბნელნა, რამეთუ განამწარნეს სიტყუანი მისნი. |
|
| 29 |
|
| გარდააქცინა სისხლად მდინარენი მათნი და მოსწყჳდნა თევზნი მათნი; |
|
| 30 |
|
| განამრავლა ქუეყანამან მათმან მყუარი საუნჯეთა შორის მეფეთა მათთასა. |
|
| 31 |
|
| თქუა, და მოჴდა ძაღლისმწერი და მუმლი ყოველთა საზღვართა მათთა. |
|
| 32 |
|
| დასხნა წჳმანი მათნი სეტყუად, და ცეცხლი აღატყდებოდა ქუეყანასა მათსა. |
|
| 33 |
|
| და დასცა ვენაჴები მათი და ლეღოვანი მათი და შემუსრა ყოველი ხე საზღვარისა მათისა. |
|
| 34 |
|
| თქუა, და მოჴდა მკალი და ბუზჳ, რომლისა არა იყო რიცხჳ; |
|
| 35 |
|
| შეჭამა ყოველი თივა ქუეყანასა შინა მათსა და მოჭამა ყოველი ნაყოფი ქუეყანისა მათისა. |
|
| 36 |
|
| და დასცა ყოველი პირმშო ქუეყანასა შინა მათსა დასაბამად ყოვლისა ტკივილისა მათისა. |
|
| 37 |
|
| და გამოიყვანნა იგინი ოქროთა და ვეცხლითა, და არა იყო ნათესავსა მათსა სნეულ. |
|
| 38 |
|
| იხარა ეგჳპტემან გამოსლვასა მათსა, რამეთუ დაეცა შიში მათი მათ ზედა. |
|
| 39 |
|
| განჰმარტა ღრუბელი საგრილად მათდა და ცეცხლი მნათობად მათდა ღამე. |
|
| 40 |
|
| ითხოეს, და მოჴდა მწყერ-მარჴილი და პურითა ზეცისათა განაძღნა იგინი; |
|
| 41 |
|
| სცა კლდესა, და გამოეცნეს წყალნი, და ვიდოდეს ურწყულსა მდინარენი. |
|
| 42 |
|
| რამეთუ მოიჴსენა სიტყჳსა წმიდისა თჳსისა, რომელ ყო აბრაჰამის მიმართ, მონისა თჳსისა. |
|
| 43 |
|
| და გამოიყვანა ერი თჳსი სიხარულით და რჩეულნი მისნი - შუებით. |
|
| 44 |
|
| და მისცა მათ სოფლები წარმართთა, და ნაშრომი ერთა დაიმკჳდრეს, |
|
| 45 |
|
| რაჲთა დაიცვენ სამართალნი მისნი და სჯული მისი მოიძიონ. დიდებაჲ |
|
|
|
|