|
| 1 |
|
| ალელუია! ქებით შემოსეთ უფალი, რადგან კეთილია, წყალობა მისი მარადიულია! |
|
| 2 |
|
| ვის ძალუძს ილაპარაკოს უფლის სიძლიერე, სასმენელ ქმნას მისი ქება-დიდება? |
|
| 3 |
|
| ნეტარ არიან სამართლის დამცველნი და სიმართლის მოქმედნი ყოველ ჟამს! |
|
| 4 |
|
| გამიხსენე, უფალო, შენი ხალხისადმი კეთილგანწყობილებისას, მომხედე შენმიერი შველით, |
|
| 5 |
|
| რათა ვიხილო სიკეთე შენთა რჩეულთა, გავიხარო შენი ერის სიხარულით, და ვიქადო შენს სამკვიდროსთან ერთად. |
|
| 6 |
|
| შევცოდეთ ჩვენს მამებთან ერთად, სიმრუდე და ბოროტება ჩავიდინეთ. |
|
| 7 |
|
| ჩვენმა მამებმა ეგვიპტეში ვერ შეიგნეს შენი სასწაულები, არ გაიხსენეს შენი მრავალი წყალობა და აგიმხედრდნენ ზღვაზე, მეწამულ ზღვაზე. |
|
| 8 |
|
| მაგრამ მან იხსნა თავისი სახელის გულისათვის, რათა გაეგოთ ძლიერება მისი. |
|
| 9 |
|
| და შეუტია მეწამულ ზღვას და დაშრა, და წაიყვანა ისინი უფსკრულებში, როგორც უდაბნოში. |
|
| 10 |
|
| და იხსნა მოძულის ხელიდან და გადაარჩინა მტრის ხელიდან. |
|
| 11 |
|
| წყალმა დაფარა მათი მტრები, ერთი მათგანიც არ გადარჩენილა. |
|
| 12 |
|
| და ირწმუნეს სიტყვანი მისნი, იმღერეს მისი ქება. – |
|
| 13 |
|
| აჩქარდნენ, დაივიწყეს საქმენი მისნი, არ დაელოდნენ მის რჩევას. |
|
| 14 |
|
| და აჰყვნენ გულისთქმას უდაბნოში და გამოსცადეს ღმერთი უკაცრიელ ადგილას. |
|
| 15 |
|
| და შეუსრულა თხოვნა მათი, და მოუვლინა სიმჭლევე მათ სულებს. |
|
| 16 |
|
| და შური აღეძრათ მოსეს მიმართ ბანაკში, უფლის წმიდის აარონის მიმართ. |
|
| 17 |
|
| გაიპო მიწა და ჩაყლაპა დათანი, და დაფარა ხროვა აბირამისა. |
|
| 18 |
|
| და მოედო ცეცხლი მათ ხროვას, ალი მოეკიდა ბოროტებს. |
|
| 19 |
|
| გააკეთეს ხბო ხორებთან და თაყვანი სცეს ჩამოსხმულ კერპს. |
|
| 20 |
|
| და გაცვალეს თავიანთი დიდება ბალახის მძოველ ხარის გამოსახულებაში. |
|
| 21 |
|
| დაივიწყეს ღმერთი, თავიანთი მხსნელი, დიდთა საქმეთა მოქმედი ეგვიპტეში. |
|
| 22 |
|
| საოცრებანი ქამის ქვეყანაში, საშინელებანი მეწამულ ზღვაზე. |
|
| 23 |
|
| დათქმული ჰქონდა მათი მოსპობა, რომ მოსე, რათა გაებრუნებინა რისხვა მისი, და აღარ მოესრა ისინი. – |
|
| 24 |
|
| მათ დაიწუნეს ქვეყანა სასურველი, აღარ ირწმუნეს სიტყვები მისი. |
|
| 25 |
|
| დრტვინავდნენ თავიანთ ბანაკებში, არ უსმენდნენ უფლის ხმას. |
|
| 26 |
|
| მაშინ ზეაღმართა თავისი ხელი, რომ დაეხოცა ისინი უდაბნოში; |
|
| 27 |
|
| და გაეფანტა მათი ნაშიერი ხალხებში და განებნია ისინი ქვეყნებში. – |
|
| 28 |
|
| დაუკავშირდნენ ბაყალ-ფეღორს და ჭამეს მკვდარი [ღმერთების] შესაწირავი. |
|
| 29 |
|
| განარისხეს თავიანთი მოქმედებით; და თავს დაატყდათ მომსვრელი სენი. |
|
| 30 |
|
| წამოდგა ფინხასი და ილოცა, და შეჩერდა მომსვრელი სენი. |
|
| 31 |
|
| ჩაეთვალა მას სიმართლედ თაობიდან თაობამდე, სამარადჟამოდ. |
|
| 32 |
|
| გააჯავრეს მერიბის წყალზე და დაისაჯა მოსე მათ გამო. |
|
| 33 |
|
| რადგანაც სული გაუმწარეს, და გამოთქვა თავისი ბაგეებით. – |
|
| 34 |
|
| არ მოსპეს ერები, უფალმა რომ უთხრა მათ. |
|
| 35 |
|
| აირივნენ წარმართებში და შეისწავლეს მათი საქმეები. |
|
| 36 |
|
| ემსახურებოდნენ მათ კერპებს, რომლებიც მახედ გადაიქცნენ მათთვის. |
|
| 37 |
|
| შესწირეს თავიანთი ძენი და თავიანთი ასულნი ბოროტ სულებს. |
|
| 38 |
|
| დაღვარეს სისხლი უცოდველი, თავიანთ ძეთა და ასულთა სისხლი, რომელიც შესწირეს ქანაანის კერპებს, და შეირყვნა ქვეყანა სისხლით. |
|
| 39 |
|
| შეიბილწნენ თავიანთი საქმეებით და იმრუშეს თავიანთი მოქმედებით. |
|
| 40 |
|
| მაშინ აღეგზნო რისხვა უფლისა თავის ერზე და შესძაგდა მას სამკვიდრო თვისი. |
|
| 41 |
|
| და ხელში ჩაუგდო ისინი ხალხებს და გაბატონდნენ მათზე მათი მოძულენი. |
|
| 42 |
|
| ავიწროებდნენ მათ მტრები, და მოიდრიკნენ მათ ხელქვეით. – |
|
| 43 |
|
| მრავალგზის იხსნა ისინი, მაგრამ ისინი აბრაზებდნენ საკუთარი ზრახვებით, და მდაბლდებოდნენ ბრალით. |
|
| 44 |
|
| იხილა მათი გაჭირვება, როცა მოისმინა მათი ღაღადისი. |
|
| 45 |
|
| გაუხსენა აღთქმა თავისი და ანუგეშა თავისი მრავალმოწყალეობით. |
|
| 46 |
|
| აღვიძებდა მათდამი თანაგრძნობას ყველა მათი დამტყვევებლის წინაშე. – |
|
| 47 |
|
| გვიხსენი, უფალო, ღმერთო ჩვენო, და გამოგვკრიბე წარმართთაგან, რათა ვადიდოთ შენი წმიდა სახელი, ვიამაყოთ შენი ქება-დიდებით! |
|
| 48 |
|
| კურთხეულ არის უფალი, ღმერთი ისრაელისა, ამიერიდან და უკუნისამდე! და თქვას მთელმა ხალხმა: „ამინ!“ ალილუია! |
|
|
|
|