|
| 1 |
|
| ადიდეთ უფალი, რადგან კეთილია, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი! |
|
| 2 |
|
| იტყვიან დახსნილნი უფლის მიერ, რომელმაც იხსნა ისინი მტრის ხელიდან. |
|
| 3 |
|
| და ქვეყნებიდან გამოკრიბა ისინი – აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან, ჩრდილოეთიდან და ზღვიდან, |
|
| 4 |
|
| რომელთაც აებნათ უკაცრიელ უდაბნოში გზა, დაბა ვერ ჰპოვეს სამკვიდრებელი; |
|
| 5 |
|
| შიოდათ, სწყუროდათ კიდეც, სული ებინდებოდათ. |
|
| 6 |
|
| შეჰღაღადეს უფალს თავიანთი გაჭირვების ჟამს და გაჭირვებიდან იხსნა ისინი. |
|
| 7 |
|
| და დააყენა ისინი სწორ გზაზე, რომ წასულიყვნენ სამკვიდრებელი ქალაქისაკენ, – |
|
| 8 |
|
| დაე, უქონ უფალს წყალობა მისი და საოცრებანი მისნი ადამის ძეთა მიმართ, |
|
| 9 |
|
| რადგან გააძღო სული მწყურვალი, და სული მშიერი აავსო სიკეთით! |
|
| 10 |
|
| მსხდომარენი ბნელში და სიკვდილის წყვდიადში, ტყვენი ტანჯვისა და ბორკილისა, |
|
| 11 |
|
| რადგან ეურჩებოდნენ ღმერთის მცნებებს და უზენაესის რჩევას უგულებელყოფდნენ. |
|
| 12 |
|
| მოდრიკა ჯაფით მათი გული, ეცემოდნენ და შემწე არ ჰყავდათ. |
|
| 13 |
|
| შეჰღაღადეს უფალს თავიანთი გაჭირვების ჟამს და ურვიდან იხსნა ისინი. |
|
| 14 |
|
| გამოიყვანა ბნელიდან და სიკვდილის წყვდიადიდან, და მათი ბორკილები დაწყვიტა, – |
|
| 15 |
|
| დაე, უქონ უფალს წყალობა მისი და საოცრებანი მისნი ადამის ძეთა მიმართ. |
|
| 16 |
|
| რადგან შემუსრა ბჭენი რვალისა და ურდულნი რკინისა დაფშვნა. |
|
| 17 |
|
| ბრიყვები თავიანთი უკანონო გზებისა და ცოდვებისთვის იტანჯებოდნენ. |
|
| 18 |
|
| ყოველგვარი საჭმელი შეიზიზღა მათმა სულმა და სიკვდილის ბჭეს მიუახლოვდნენ. |
|
| 19 |
|
| შეჰღაღადეს უფალს თავიანთი გაჭირვების ჟამს და ურვიდან იხსნა ისინი. |
|
| 20 |
|
| მოუვლინა სიტყვა თვისი და განკურნა ისინი, და იხსნა საფლავებიდან. |
|
| 21 |
|
| დაე, უქონ უფალს წყალობა მისი და საოცრებანი მისნი ადამის ძეთა მიმართ. |
|
| 22 |
|
| შესწირონ შესაწირავები ქებისა და ილაპარაკონ მის საქმეებზე გალობით! |
|
| 23 |
|
| ზღვაში ხომალდებით გამგზავრებულებმა, დიდ წყლებზე საქმის მკეთებლებმა, |
|
| 24 |
|
| რომელთაც ნახეს საქმენი უფლისა და საოცრებანი მისნი სიღრმეებში. |
|
| 25 |
|
| ის იტყვის და ამოვარდება ქარიშხალი, და ზეაღიმართებიან ზვირთები, |
|
| 26 |
|
| ავლენ ცამდე, შთავლენ უფსკრულში, სული მათი განსაცდელში დაილევა. |
|
| 27 |
|
| წრიალებენ და ირყევიან, ვითარცა მთვრალი, და მთელი მათი სიბრძნე დაინთქა. |
|
| 28 |
|
| და შეჰღაღადეს უფალს თავიანთი გაჭირვების ჟამს და ურვიდან გამოიყვანა. |
|
| 29 |
|
| დააწყნარებს ზღვის ღელვას და დადუმდებიან მისი ტალღები. |
|
| 30 |
|
| გამხიარულდებიან, რადგან მიწყნარდნენ; და წაუძღვება ნანატრ ადგილას, – |
|
| 31 |
|
| დაე, უქონ უფალს წყალობა მისი და საოცრებანი მისნი ადამის ძეთა მიმართ, |
|
| 32 |
|
| დაე, აღამაღლონ ხალხის კრებულში და მოხუცებულთა შესაკრებელში ხოტბა შეასხან. |
|
| 33 |
|
| გადააქცევს მდინარეებს უდაბნოდ, წყაროს წყლებს – ურწყულად. |
|
| 34 |
|
| ნაყოფიერ მიწას – ბიცად, მის მკვიდრთა უკეთურების გამო. |
|
| 35 |
|
| გადააქცევს უდაბნოს წყალუხვ ტბად და გამოფიტულ მიწას – წყაროს წყლად. |
|
| 36 |
|
| დაასახლებს იქ მშიერთ, და დააფუძნებენ ისინი დასახლებულ ქალაქს; |
|
| 37 |
|
| დათესავენ მინდვრებს და გააშენებნ ვენახს, და უხვ ნაყოფს მოიწევენ; |
|
| 38 |
|
| აკურთხებს მათ და გამრავლდებიან ფრიად, და მათ პირუტყვს არ შეამცირებს. |
|
| 39 |
|
| და დაცოტავდებიან ისინი და მოიდრიკებიან ძვირთა და სალმობათა გასაჭირისგან. |
|
| 40 |
|
| სირცხვილს დაატეხს მთავრებს და ახეტიალებს უგზო-უკვლოდ; |
|
| 41 |
|
| ნაცვლად კი გამოიყვანს ღარიბს სიღატაკიდან და მოაშენებს ცხვრის ფარასავით მის შთამომავალს. |
|
| 42 |
|
| ნახავენ წრფელნი და გაიხარებენ, და ყოველმა ურჯულოებამ აიკრას პირი. |
|
| 43 |
|
| ვინც ბრძენია, დაიცავს ასე და გულისხმაჰყოვს უფლის წყალობას. |
|
|
: |
| 1 | | 2 | | 3 | | 4 | | 5 | | 6 | | 7 | | 8 | | 9 | | 10 | | 11 | | 12 | | 13 | | 14 | | 15 | | 16 | | 17 | | 18 | | 19 | | 20 | | 21 | | 22 | | 23 | | 24 | | 25 | | 26 | | 27 | | 28 | | 29 | | 30 | | 31 | | 32 | | 33 | | 34 | | 35 | | 36 | | 37 | | 38 | | 39 | | 40 | | 41 | | 42 | | 43 | 1
1
1 |
|
|---|
|
https://beblia.bible:81/BibleAudio/georgian2002/psalms/106.mp3
150
106