×

ბიბლია 2013

ფსალმუნნი 107

1
გალობა. ფსალმუნი. დავითისა.
2
მზად არის ჩემი გული, ღმერთო, მსურს გაქო და გიგალობო; გამოიღვიძე, სულო ჩემო!
3
გამოიღვიძე, ჩანგო და ქნარო! გამოვაღვიძებ ცისკარს!
4
გადიდებ, უფალო, ხალხებს შორის, გიგალობებ ერებს შორის,
5
რადგან ზეცაზე დიდია წყალობა შენი და ღრუბლებამდეა ჭეშმარიტება შენი.
6
ამაღლდი ცათა ზემოთ, ღმერთო, მთელ ქვეყნიერებას გასწვდეს შენი დიდება!
7
რათა გადარჩნენ საყვარელნი შენნი; მიხსენ შენი მარჯვენით და მიპასუხე!
8
ღმერთმა თქვა თავის სწმიდეში: ვიზეიმებ! გავანაწილებ შექემს და სუქოთის დაბლობს გავზომავ.
9
ჩემია გალაადი, ჩემია მანაშე, ეფრემი ჩაჩქანია ჩემი თავისა, იუდა – კვერთხი ჩემი.
10
მოაბი ავზია ჩემი განსაბანი, ედომს მისწვდებიან ხამლნი ჩემნი, ფილისტიმს დავკივლებ.
11
ვინ შემიყვანს გამაგრებულ ქალაქში? ვინ წამიძღვება ედომისაკენ?
12
ნუთუ შენ არა, ღმერთო, ნუთუ მიგვატოვე და აღარ გამოხვალ ჩვენს მხედრობასთან?
13
მოგვეც შეწევნა გასაჭირში, რადგან ამაოა შველა კაცთაგან!
14
ღმერთით შევქმნით ლაშქარს, ის დათრგუნავს ჩვენს მტრებს.
Georgian Bible 2013
Standard Georgian Bible United Bible Societies representation in Georgia, 2013
:
შენახვა შენიშვნები