|
| 1 |
|
| გუნდის ლოტბარს. დავითის ფსალმუნი. ღმერთო ჩემი დიდებისა, ნუ დადუმდები. |
|
| 2 |
|
| რადგან პირი ბოროტისა და პირი მზაკვრისა მელაპარაკებიან ცბიერი ენით. |
|
| 3 |
|
| სიძულვილის სიტყვებით გარს შემომერტყნენ და უმიზეზოდ მეომებიან. |
|
| 4 |
|
| ჩემი სიყვარულის წილ დამემტერნენ, მე კი ვლოცულობ. |
|
| 5 |
|
| მომაგეს ბოროტი კეთილის წილ და სიძულვილი – ჩემი სიყვარულის წილ. |
|
| 6 |
|
| დაადგინე ბოროტი მასზე, და ბრალმდებელი დადგეს მის მარჯვნივ. |
|
| 7 |
|
| განკითხვისას გამოვიდეს მტყუანი, და მისი ლოცვა ცოდვად შეირაცხოს. |
|
| 8 |
|
| იყოს დღეები მისი მცირე, და მისი ქონება სხვამ მოიხვეჭოს. |
|
| 9 |
|
| დარჩნენ მისი შვილები ობლად და მისი ცოლი – ქვრივად. |
|
| 10 |
|
| იხეტიალონ მისმა შვილებმა და იმათხოვრონ, და ითხოვდნენ პურს თავიანთი ნანგრევებიდან. |
|
| 11 |
|
| მოვალემ მიითვისოს, რაც გააჩნია, და წარუტაცონ უცხოებმა ნაჯაფი მისი. |
|
| 12 |
|
| ნუ ეყოლება მოწყალე, და ნუ შეიწყალებენ მის ობლებს. |
|
| 13 |
|
| გახდეს მისი შთამომავლი მოსასვრელი, შემდგომ თაობაში წაიშალოს მათი სახელი. |
|
| 14 |
|
| გაუხსენდეს ბრალი მისი მამებისა უფლის წინაშე, და ცოდვა მისი დედისა ნუ წაიშლება. |
|
| 15 |
|
| იყვნენ ღმერთის თვალწინ მუდამ, და მოსპობს ქვეყნიერებიდან მათ სახსენებელს, |
|
| 16 |
|
| იმისათვის, რომ არ გახსენებია წყალობის ქმნა, და დევნიდა ღარიბ-ღატაკსა და გულდაჩაგრულს მოსაკლავად. |
|
| 17 |
|
| და შეიყვარა წყევლა – მასვე მიუვა; არ ისურვა კურთხევა – განშორდება მას. |
|
| 18 |
|
| და შეიმოსება წყევლით, როგორც სამოსლით, და შევა წყევლა, როგორც წყალი, მის შიგანში, და როგორც ზეთი – მის ძვლებში. |
|
| 19 |
|
| იყოს მისთვის, ვითარცა სამოსელი, რომელსაც იცვამს, და ვითარცა სარტყელი, მუდამ რომ გარს ირტყამს. |
|
| 20 |
|
| ასეთია მისაგებელი უფლისა ჩემს მაბეზღართა და ჩემს სულზე ავის მთქმელთა მიმართ, |
|
| 21 |
|
| ხოლო შენ, უფალო, ღმერთო ჩემო, რადგან კარგია წყალობა შენი; გადამარჩინე, |
|
| 22 |
|
| რადგან ღარიბ-ღატაკი ვარ მე და გული ჩემი შეძრწუნდა გვამსა ჩემსა. |
|
| 23 |
|
| ვითარცა ჩრდილი, გადახრის ჟამს, დავილიე ვეხეთქებოდი აქეთ-იქით კალიასავით. |
|
| 24 |
|
| მუხლნი ჩემნი დაუძლურდნენ მარხვისაგან, ზეზეურად ჩამოვხმი; |
|
| 25 |
|
| და შევიქენ მათი სალანძღავი; თავს აქნევდნენ ჩემი შემხედვარენი. |
|
| 26 |
|
| შემეწიე, უფალო, ღმერთო ჩემო! მიხსენი შენი წყალობით. |
|
| 27 |
|
| დაე, გაიგონ, რომ შენი ხელია ეს, რომ შენ მოიმოქმედე ეს, უფალო. |
|
| 28 |
|
| ისინი დამწყევლიან და შენ მაკურთხებ; აღმიდგებიან და შერცხვებიან, და მორჩილი შენი გაიხარებს. |
|
| 29 |
|
| შეიმოსონ ჩემი მაბეზღარნი გაწბილებით და ქურქივით წამოისხან თავიანთი სირცხვილი. |
|
| 30 |
|
| ხმამაღლა შევაქებ უფალს ჩემი პირით, და მრავალთა შორის ვადიდებ მას, |
|
| 31 |
|
| რადგან გვერდით დაუდგება ღატაკს, რათა იხსნას მისი სულის განმსჯელთაგან. |
|
|
|
|