ბიბლია 2002
|
| 1 |
| დავითის ფსალმუნი. უთხრა უფალმა უფალსა ჩემსა: „დაჯექი ჩემს მარჯვნივ, ვიდრე დავანარცხებდე შენს მტრებს შენს ფერხთა სადგამად.“ |
| 2 |
| კვერთხს შენი ძალისას გამოგიგზავნის უფალი სიონიდან; იბატონე შენს მტერთა შორის. |
| 3 |
| შენი ხალხი მოხალისედ წამოვა შენი წმიდა ბრწყინვალებით, |
| 4 |
| დაიფიცა უფალმა და არ მოინანიებს: „შენ ხარ მღვდელი უკუნისამდე მელქიცედეკის წესით.“ |
| 5 |
| უფალი შენს მარჯვინივაა, რისხვის დღეს მოსპობს მეფეებს. |
| 6 |
| განსჯის ხალხებს, აავსებს მძორებით, მრავალს გაუჭეჭყავს თავს მიწაზე. |
| 7 |
| ნაკადულიდან დალევს გზაში. ამიტომ მაღლა ასწევს თავს. |
| შენახვა შენიშვნები |
https://beblia.bible:81/BibleAudio/georgian2002/psalms/109.mp3
150
109