×

ბიბლია 2013

ფსალმუნნი 109

1
დავითის ფსალმუნი. უთხრა უფალმა უფალს ჩემსას: „იჯექ ჩემს მარჯვნივ, ვიდრე დავამხობდე შენს მტრებს შენს ფერხთა ქვეშ.“
2
კვერთხს შენი ძალისა გამოგზავნის უფალი სიონიდან; იბატონე შენს მტერთა შორის.
3
შენი ხალხი მოხალისედ წამოვა შენი გალაშქრების ჟამს. წმიდა ბრწყინვალებით, განთიადის საშოდან, ვითარცა ცვარი, დაიბადება სიჭაბუკე შენი.
4
დაიფიცა უფალმა და არ შეინანებს: შენ ხარ მღვდელი უკუნისამდე მელქიცედეკის წესით.
5
უფალი შენს მარჯვინივაა, რისხვის დღეს მოსპობს მეფეებს.
6
განსჯის ერებს, აავსებს მძორებით, მრავალს გაუჭეჭყავს თავს მიწაზე.
7
ნაკადულიდან დალევს გზაში; ამიტომ მაღლა ასწევს თავს.
Georgian Bible 2013
Standard Georgian Bible United Bible Societies representation in Georgia, 2013
:
შენახვა შენიშვნები