×

Ბიბლია 2002

ფსალმუნნი 114

1
მიყვარს, რომ ისმენს უფალი ჩემს ხმას და
2
რომ მომაპყრო ყური; და ჩემი დღენი მსურს მოვუხმობდე მას.
3
გარს შემომერტყნენ სასიკვდილო ტკივილები, ჯოჯოხეთის სატანჯველი მომადგა მე, გაჭირვება და მწუხარება ვპოვე.
4
და სახელს მოვუხმობ უფლისას: „გევედრები, უფალო, გადაარჩინე სული ჩემი!“ –
5
მოწყალეა უფალი და მართალი, და შემბრალეა ღმერთი ჩვენი.
6
იცავს უფალი გულუბრყვილოებს; დავუძლურდი და მან მიშველა მე.
7
დაბრუნდი, სულო ჩემო, შენს სიმშვიდეში, რადგან უფალმა კეთილი მოგაგო შენ!
8
რადგან შენ იხსენი სული ჩემი სიკვდილისაგან, თვალი ჩემი – ცრემლისაგან, ფეხი ჩემი – წაბორძიკებისაგან;
9
ვივლი უფლის წინაშე ცოცხალთა ქვეყანაში.
Georgian Bible 2002
Კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002 არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002
:
Შენახვა Შენიშვნები