|
| 1 |
|
| აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი; |
|
| 2 |
|
| თქუნ სახლმან ისრაჱლისამან, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი; |
|
| 3 |
|
| თქუნ სახლმან აჰრონისმან, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი; |
|
| 4 |
|
| თქუედ ყოველთა მოშიშთა უფლისათა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი. |
|
| 5 |
|
| ჭირსა ჩემსა ვხადე უფალსა, ისმინა ჩემი და გამომიყვანა მე ფართოდ. |
|
| 6 |
|
| უფალი არს მწე ჩემდა, არა შემეშინოს; რაჲ მიყოს მე კაცმან? |
|
| 7 |
|
| უფალი არს მწე ჩემდა, მე ვიხილნე მტერნი ჩემნი. |
|
| 8 |
|
| კეთილ არს მოსავ-ყოფა უფლისა მიმართ, ვიდრე მოსავ-ყოფა კაცისა მიმართ; |
|
| 9 |
|
| კეთილ არს სასოებაჲ უფლისა მიმართ, ვიდრე სასოებაჲ მთავართა მიმართ. |
|
| 10 |
|
| ყოველი თესლები გარემომადგა მე, და სახელითა უფლისათა ვერეოდი მათ. |
|
| 11 |
|
| გარემომადგეს მე და მომიცვეს მე, და სახელითა უფლისაჲთა ვერეოდე მათ; |
|
| 12 |
|
| მომადგეს მე, ვითარცა ფუტკარნი გოლსა, და აღეტყინნეს, ვითარცა ცეცხლი ეკალთა შორის, და სახელითა უფლისაჲთა ვერეოდე მათ; |
|
| 13 |
|
| მივდერკ ჭენებით დაცემად, და უფალმან ჴელი აღმიპყრა მე. |
|
| 14 |
|
| ძალი ჩემი და გალობაჲ ჩემი უფალი და მეყო მე იგი მაცხოვარ. |
|
| 15 |
|
| ჴმაჲ სიხარულისა და ცხორებისა საყოფელსა მართალთასა: მარჯუენემან უფლისამან ქმნა ძალი, |
|
| 16 |
|
| მარჯუენემან უფლისამან აღმამაღლა მე, მარჯუენემან უფლისამან ქმნა ძალი. |
|
| 17 |
|
| არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე და განვთქუნე მე საქმენი უფლისანი. |
|
| 18 |
|
| სწავლით განმსწავლა მე უფალმან და სიკუდილსა არა მიმცა მე. |
|
| 19 |
|
| განმიხუენით მე ბჭენი სიმართლისანი, შევიდე მათ შინა და აუვარო უფალსა. |
|
| 20 |
|
| ესე არს ბჭე უფლისაჲ, და მართალნი შევლენ ამას შინა. |
|
| 21 |
|
| აღგიარო შენ, რამეთუ ისმინე ჩემი და იქმენ ჩემდა მაცხოვარ. |
|
| 22 |
|
| ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა; |
|
| 23 |
|
| უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკჳრველ წინაშე თუალთა ჩუენთა. |
|
| 24 |
|
| ესე არს დღე უფლისაჲ, რომელ ქმნა უფალმან; ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ ამას შინა. |
|
| 25 |
|
| ჵ, უფალო, მაცხოვნე მე, ჵ, უფალო, წარმიმართე მე. |
|
| 26 |
|
| კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა; გაკურთხენით თქუენ სახლითა უფლისაჲთა. |
|
| 27 |
|
| ღმერთი უფალი და გამოგჳჩნდა ჩუენ; განმზადეთ დღესასწაული ჟამსა ყუავილთასა ვიდრე რქათამდე საკურთხეველისათა. |
|
| 28 |
|
| ღმერთი ჩემი ხარი შენ, და აღგიარო შენ; ღმერთი ჩემი ხარი შენ, და აღგამაღლო შენ; აღგიარო შენ, რამეთუ ისმინე ჩემი და იქმენ ჩემდა მაცხოვარ. |
|
| 29 |
|
| აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი. დიდებაჲ |
|
|
|
|