|
| 1 |
|
| ნეტარ არიან უბიწონი გზასა, რომელნი ვლენან შჯულსა უფლისასა. |
|
| 2 |
|
| ნეტარ არიან, რომელნი გამოიკულევენ წამებათა მისთა, ყოვლითა გულითა გამოიძინენ იგი. |
|
| 3 |
|
| რამეთუ არა მოქმედნი უსჯულოებისანი გზათა მისთა ვიდოდეს. |
|
| 4 |
|
| შენ ამცენ მცნებათა შენთა დამარხვად ფრიად. |
|
| 5 |
|
| წარ-თუ-მცა-მართებულ იყვნეს გზანი ჩემნი დაცვად სიმართლეთა შენთა, |
|
| 6 |
|
| მაშინ არა მრცხუენოდის, რაჟამს ვხედვიდე მე ყოველთა მიმართ მცნებათა შენთა, |
|
| 7 |
|
| აღგიარო შენ სიწრფოებითა გულისათა, რაჟამს ვისწავლნე მე განკითხვანი სიმართლისა შენისანი. |
|
| 8 |
|
| სიმართლენი შენნი ვიმარხნე; ნუ დამაგდებ მე ვიდრე ფრიად. |
|
| 9 |
|
| რაჲთამე წარიმართოს ჭაბუკმან გზა თჳსი? არამედ იმარხნეს თუ სიტყუანი შენნი. |
|
| 10 |
|
| ყოვლითა გულითა ჩემითა გამოგიძიე შენ; ნუ განმაშორებ მე მცნებათაგან შენთა. |
|
| 11 |
|
| გულსა შინა ჩემსა დავიფარენ სიტყუანი შენნი, რათა არა შეგცოდო შენ. |
|
| 12 |
|
| კურთხეულ ხარ შენ, უფალო, მასწავენ მე სიმართლენი შენნი. |
|
| 13 |
|
| ბაგითა ჩემითა მიუთხრენ ყოველნი სამართალნი პირისა შენისანი. |
|
| 14 |
|
| გზასა წამებათა შენთასა განვსცხრებოდე, ვითარცა ყოვლითა სიმდიდრითა. |
|
| 15 |
|
| მცნებათა შენთა გულსა ვეტყოდი და განვიცადნე მე გზანი შენნი. |
|
| 16 |
|
| სიმართლეთა შენთასა ვიწურთიდე და არა დავივიწყოდი მე სიტყუაჲ შენი. |
|
| 17 |
|
| მომაგე მონასა შენსა, ვცხონდე და დავიმარხნე სიტყუანი შენნი. |
|
| 18 |
|
| განანათლენ თუალნი ჩემნი, და განვიცადნე საკჳრველებანი შჯულისა შენისანი. |
|
| 19 |
|
| მწირ ვარი მე ქუეყანასა ზედა, ნუ დაჰფარავ ჩემგან მცნებათა შენთა. |
|
| 20 |
|
| სურვიელ იქმნა სული ჩემი გულისთქმად სამართალთა შენთა ყოველსა ჟამსა. |
|
| 21 |
|
| შეჰრისხენ შენ ამპარტავანთა; წყეულ არიან, რომელთა გარდააქციეს მცნებათაგან შენთა. |
|
| 22 |
|
| მოსპე ჩემგან ყუედრებაჲ და შეურაცხებაჲ, რამეთუ წამებანი შენნი გამოვიძიენ. |
|
| 23 |
|
| და რამეთუ დასხდენ მთავარნი, ჩემთჳს ძჳრსა იტყოდეს, ხოლო მონა შენი ზრახვიდა სიმართლეთა შენთა. |
|
| 24 |
|
| და რამეთუ წამებანი შენნი წურთა არიან ჩემდა და ზრახვა ჩემდა არიან სიმართლენი შენნი. |
|
| 25 |
|
| მიეახლა სული ჩემი მიწასა; მაცხოვნე მე სიტყჳსაებრ შენისა. |
|
| 26 |
|
| გზანი ჩემნი გითხრენ შენ, და ისმინე ჩემი; მასწავენ მე სიმართლენი შენნი. |
|
| 27 |
|
| გზა სიმართლეთა შენთა გულისჴმა-მიყავ მე, და ვიტყოდი მე საკჳრველებათა შენთა. |
|
| 28 |
|
| მიერულა სულსა ჩემსა მოწყინებითა; დამამტკიცე მე სიტყჳთა შენითა. |
|
| 29 |
|
| გზა სიცრუჲსა განმაშორე ჩემგან და სჯულითა შენითა შემიწყალე მე. |
|
| 30 |
|
| გზა ჭეშმარიტებისა სათნო-ვიყავ და სიმართლენი შენნი მე არა დავივიწყენ. |
|
| 31 |
|
| შევეყავ წამებათა შენთა; უფალო, ნუ მარცხუენ მე. |
|
| 32 |
|
| გზასა მცნებათა შენთასა ვრბიოდე, რაჟამს განავრცე გული ჩემი. |
|
| 33 |
|
| შჯულიერ-მყავ მე, უფალო, გზასა სამართალთა შენთასა, და გამოვიძიო იგი მარადის. |
|
| 34 |
|
| გულისჴმა-მიყავ მე და გამოვიძიო შჯული შენი და დავიმარხო იგი ყოვლითა გულითა ჩემითა. |
|
| 35 |
|
| მიძღოდე მე ალაგსა მცნებათა შენთასა, რამეთუ იგი მთნდა მე. |
|
| 36 |
|
| მოდრიკე გული ჩემი წამებათა შენთა და ნუ ანგაჰრებასა. |
|
| 37 |
|
| მოაქციენ თუალნი ჩემნი, რათა არა იხილონ ამავოებაჲ, და გზათა შენთა მაცხოვნე მე. |
|
| 38 |
|
| დაამტკიცე მონისა შენისა თანა სიტყუაჲ შენი, რათა მეშინოდის მე შენგან. |
|
| 39 |
|
| მოსპე ჩემგან ყუედრებაჲ იგი, რომელსაცა ვეჭუ მე, რამეთუ სამართალნი შენნი ტკბილ არიან. |
|
| 40 |
|
| ესერა, გულმან მითქუა მცნებათა შენთა; სიმართლითა შენითა მაცხოვნე მე. |
|
| 41 |
|
| და მოვედინ ჩემ ზედა წყალობაჲ შენი, უფალო, და მაცხოვარებაჲ შენი სიტყჳსაებრ შენისა. |
|
| 42 |
|
| და მიუგო მაყუედრებელთა ჩემთა სიტყუაჲ, რამეთუ მე სიტყუასა შენსა ვესავ. |
|
| 43 |
|
| და ნუ განაშორებ პირსა ჩემსა სიტყუასა ჭეშმარიტებისასა სრულიად, რამეთუ მე სამართალთა შენთა ვესავ. |
|
| 44 |
|
| და დავიცვა შჯული შენი მარადის, უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე. |
|
| 45 |
|
| და ვიდოდე მე ფართოსა, რამეთუ მცნებანი შენნი გამოვიძიენ. |
|
| 46 |
|
| და ვიტყოდე მე წამებათა შენთა წინაშე მეფეთასა და არა მრცხუენოდა. |
|
| 47 |
|
| და ვიწურთიდ მცნებათა შენთა, რომელნიცა შევიყვარენ ფრიად. |
|
| 48 |
|
| და აღვიპყრენ ჴელნი ჩემნი მცნებათა შენთა მიმართ, რომელნიცა შევიყუარენ და ვზრახეედ სიმართლეთა შენთა. |
|
| 49 |
|
| მომაჴსენე სიტყუაჲ შენი მონასა შენსა, რომლისა მოსავ-მყავ მე. |
|
| 50 |
|
| ამან ნუგეშინის-მცა მე სიმდაბლესა შინა ჩემსა, რამეთუ სიტყუამან შენმან მაცხოვნა მე. |
|
| 51 |
|
| ამპარტავანნი უსჯულოებდეს ფრიად, ხოლო მე შჯულისა შენისაგან გარდავაქციე. |
|
| 52 |
|
| მოვიჴსენენ სამართალნი შენნი საუკუნითგან, უფალო, და ნუგეშინის-მეცა მე. |
|
| 53 |
|
| ურვამან შემიპყრა მე ცოდვილთამან, რომელთა დაუტევეს შჯული შენი. |
|
| 54 |
|
| საგალობელ იყვნეს ჩემდა სამართალნი შენნი ადგილსა მას მწირობისა ჩემისასა. |
|
| 55 |
|
| მოვიჴსენე ღამე სახელი შენი, უფალო, და დავიცევ შჯული შენი. |
|
| 56 |
|
| ესე მეყო მე, რამეთუ სამართალნი შენნი გამოვიძიენ მე. |
|
| 57 |
|
| ნაწილი ჩემი ხარი შენ, უფალო, ვთქუ, რათა ვიმარხო შჯული შენი. |
|
| 58 |
|
| ვლოცევდ პირსა შენსა ყოვლითა გულითა ჩემითა, შემიწყალე მე სიტყჳსაებრ შენისა. |
|
| 59 |
|
| განვიზრახევდ გზათა შენთა და მოვაქციენ ფერჴნი ჩემნი წამებათა შენთა. |
|
| 60 |
|
| განვემზადე და არა შევძრწუნდი, რამეთუ ვიმარხენ მე მცნებანი შენნი. |
|
| 61 |
|
| საბელნი ცოდვილთანი მომეხჳნეს მე, და შჯული შენი მე არა დავივიწყე. |
|
| 62 |
|
| შუვაღამე აღვდეგი აღსაარებად შენდა განკითხვათათჳს სიმართლისა შენისათა. |
|
| 63 |
|
| შევეყავ მე ყოველთა მოშიშთა შენთა და რომელთა დაიცვნიან მცნებანი შენნი. |
|
| 64 |
|
| წყალობითა შენითა, უფალო, სავსე არს ქუეყანა; სიმართლენი შენნი მასწავენ მე. |
|
| 65 |
|
| სიტკბოებანი ჰყავ მონისა შენისა თანა, უფალო, სიტყჳსაებრ შენისა. |
|
| 66 |
|
| სიტკბოებაჲ და სწავლულებაჲ და მეცნიერებაჲ მასწავე მე, რამეთუ მცნებანი შენნი მრწმენნეს მე. |
|
| 67 |
|
| პირველ დამდაბლებად ჩემდადმდე მე ვცოდე, ამისთჳს სიტყუაჲ შენი ვიმარხე. |
|
| 68 |
|
| ტკბილ ხარ შენ, უფალო, და სიტკბოებითა შენითა მასწავენ მე სიმართლენი შენნი. |
|
| 69 |
|
| გამრავლდა ჩემ ზედა სიცრუე ამპარტავანთა, ხოლო მე ყოვლითა გულითა ჩემითა გამოვიძინე მცნებანი შენნი. |
|
| 70 |
|
| შეიყო, ვითარცა სძე, გული მათი, ხოლო მე შჯულსა შენსა ვიტყოდე. |
|
| 71 |
|
| კეთილ არს ჩემდა, რამეთუ დამამდაბლე, რათა ვისწავლნე მე სიმართლენი შენნი. |
|
| 72 |
|
| კეთილ არს ჩემდა შჯული პირისა შენისა უფროს ათასეულისა ოქროსა და ვეცხლისა. დიდებაჲ |
|
| 73 |
|
| ჴელთა შენთა შემქმნეს მე და დამბადეს მე; გულისჴმა-მიყავ მე, და ვისწავლნე მე მცნებანი შენნი. |
|
| 74 |
|
| მოშიშნი შენნი მხედვიდენ მე და იხარებდენ, რამეთუ მე სიტყუათა შენთა ვესავ. |
|
| 75 |
|
| გულისჴმა-ვყავ, უფალო, რამეთუ სიმართლით არიან განკითხვანი შენნი, და ჭეშმარიტაღ დამამდაბლე მე. |
|
| 76 |
|
| იყავნ წყალობაჲ შენი ნუგეშინის-მცემელ ჩემდა სიტყჳსაებრ შენისა, მონისა შენისა. |
|
| 77 |
|
| მოვიდენ ჩემ ზედა მოწყალებანი შენნი, და ვცხონდე, რამეთუ შჯული შენი არს ზრახვა ჩემდა. |
|
| 78 |
|
| ჰრცხუენოდენ ამპარტავანთა, რამეთუ სიცრუჲთ უსჯულოებდეს ჩემდა მომართ, ხოლო მე გულსა ვეტყოდი მცნებათა შენთა. |
|
| 79 |
|
| მომაქციედ მე მოშიშთა შენთა და რომელთა იცნიან წამებანი შენნი. |
|
| 80 |
|
| იყავ გული ჩემი უბიწო სამართალთა შინა შენთა, რათა არა მრცხუენეს მე. |
|
| 81 |
|
| მოაკლდების მაცხოვარებისა შენისა მიმართ სულსა ჩემსა, რამეთუ მე სიტყუათა შენთა ვესავ. |
|
| 82 |
|
| მოაკლდეს თუალნი ჩემნი სიტყუათა მიმართ შენთა, მეტყჳედ რაჲ: ოდესმე ნუგეშინის-მცე მე? |
|
| 83 |
|
| რამეთუ ვიქმენი, ვითარცა თხიერი ნეფხუასა, ხოლო სიმართლენი შენნი მე არა დავივიწყენ. |
|
| 84 |
|
| რაოდენმე არიან დღენი მონისა შენისანი? ანუ ოდესმე ჰყო სასჯელი ჩემი მდევართა ჩემთაგან? |
|
| 85 |
|
| მითხრეს მე უსჯულოთა ზრახვა, არამედ არა იყო, ვითარ შჯული შენი, უფალო. |
|
| 86 |
|
| ყოველნი მცნებანი შენნი ჭეშმარიტებით არიან; უსამართლოდ მდევნიდეს მე, შემეწიე მე. |
|
| 87 |
|
| წუთღა წარმწყმედდეს მე ქუეყანასა ზედა, ხოლო მე არა დაუტევენ მცნებანი შენნი. |
|
| 88 |
|
| წყალობითა შენითა მაცხოვნე მე, და დავიმარხნე წამებანი პირისა შენისანი. |
|
| 89 |
|
| უკუნისამდე, უფალო, სიტყუაჲ შენი დაადგრების ცათა შინა. |
|
| 90 |
|
| და ნათესავითი ნათესავადმდე ჭეშმარიტებაჲ შენი; დააფუძნე ქუეყანა და ჰგიეს. |
|
| 91 |
|
| ბრძანებასა შენსა ელის დღე, რამეთუ ყოვლითურთ გმონებს შენ. |
|
| 92 |
|
| არა თუმცა შჯული შენი ზრახვა იყო ჩემდა, მაშინვე სამემცა წარვწყმდი სიმდაბლესა შინა ჩემსა. |
|
| 93 |
|
| უკუნისამდე არა დავივიწყენ მე სიმართლენი შენნი, რამეთუ ამას შინა მაცხოვნე მე. |
|
| 94 |
|
| შენი ვარ, მაცხოვნე მე, რამეთუ სიმართლენი შენნი გამოვიძიენ მე. |
|
| 95 |
|
| მელოდეს მე ცოდვილნი წარწყმედად, რამეთუ წამებანი შენნი გულისჴმა-ვყვენ. |
|
| 96 |
|
| ყოვლისა დასასრულისა ვიხილე ოხჭანი; ფართო არს მცნებაჲ შენი ფრიად. |
|
| 97 |
|
| რაბამად შევიყუარე შჯული შენი, უფალო, ყოველსა დღესა წურთა არს ჩემდა. |
|
| 98 |
|
| უფროს მტერთა ჩემთასა მეცნიერ-მყავ მე მცნებათა შენთა, რამეთუ უკუნისამდე ჩემნი არიან. |
|
| 99 |
|
| უფროს ყოველთა მასწავლელთა ჩემთასა გულისჴმა-ვყავ, რამეთუ წამებანი შენნი წურთა არიან ჩემდა. |
|
| 100 |
|
| უფროს მოხუცებულთასა გულისჴმა-ვყავ, რამეთუ წამებანი შენნი გამოვიძიენ მე. |
|
| 101 |
|
| ყოვლისაგან გზისა უკეთურისა დავაყენენ ფერჴნი ჩემნი, რათა ვიმარხნე მე სიტყუანი შენნი. |
|
| 102 |
|
| სამართალთა შენთაგან არა გარდავაქციენ, რამეთუ შენ შჯულიერ-მყავ მე. |
|
| 103 |
|
| რაბამად ტკბილ არიან სასასა ჩემსა სიტყუანი შენნი, უფროს თაფლისა პირსა ჩემსა. |
|
| 104 |
|
| მცნებათა შენთაგან გულისჴმა-ვყავ; ამისთჳს მოვიძულე ყოველი გზა სიცრუჲსა. |
|
| 105 |
|
| სანთელ არს ფერჴთა ჩემთა შჯული შენი და ნათელ-ალაგთა ჩემთა. |
|
| 106 |
|
| ვფუცე და დავამტკიცე, რათა დავიცუნე მე განკითხვანი სიმართლისა შენისანი. |
|
| 107 |
|
| დავმდაბლდი ფრიად; უფალო, მაცხოვნე მე სიტყჳსაებრ შენისა. |
|
| 108 |
|
| ნებსითი პირისა ჩემისა სათნო-იყავ, უფალო, და სამართალნი შენნი მასწავენ მე. |
|
| 109 |
|
| სული ჩემი ჴელთა შენთა შინა არს მარადის, და შჯული შენი მე არა დავივიწყე. |
|
| 110 |
|
| დამირწყეს მე ცოდვილთა მახე, და მცნებათა შენთაგან მე არა შევსცეთ. |
|
| 111 |
|
| დავიმკჳდრენ წამებანი შენნი უკუნისამდე, რამეთუ სიხარულ არიან გულისა ჩემისა. |
|
| 112 |
|
| მოვდრიკე გული ჩემი ყოფად სამართალთა შენთა უკუნისამდე მერმისა მისთჳს მოსაბებელისა. |
|
| 113 |
|
| უსჯულონი მოვიძულენ, ხოლო შჯული შენი შევიყუარე. |
|
| 114 |
|
| შემწე და ჴელისა ამპყრობელი ჩემი ხარი შენ, მე სიტყუათა შენთა ვესავ. |
|
| 115 |
|
| მისდერკით ჩემგან, უკეთურნო, და გამოვიძინე მცნებანი ღმრთისა ჩემისანი. |
|
| 116 |
|
| შემეწიე მე სიტყჳსაებრ შენისა და მაცხოვნე მე და ნუ მარცხუენ მე სასოებისაგან ჩემისა. |
|
| 117 |
|
| შემეწიე მე, და ვსცხონდე და ვიწურთიდე მე სიმართლეთა შენთა ყოველსა ჟამსა. |
|
| 118 |
|
| შეურაცხ-ჰყვენ ყოველნი, რომელნი განგიდგეს სამართალთაგან შენთა, რამეთუ სიცრუვით იყვნეს ზრახვანი მათნი. |
|
| 119 |
|
| გარდამავალად შევჰრაცხენ ყოველნი ცოდვილნი ქუეყანისანი, ამისთჳს შევიყუარენ წამებანი შენნი. |
|
| 120 |
|
| განმსჭუალენ შიშითა შენითა ჴორცნი ჩემნი, რამეთუ საშჯელთა შენთაგან შემეშინა. |
|
| 121 |
|
| ვყავ განკითხვა და სიმართლე; ნუ მიმცემ მე მავნებელთა ჩემთა. |
|
| 122 |
|
| შეიწყნარე მონა შენი კეთილსა შინა, და ნუ ცილსა შემწამებენ მე ამპარტავანნი. |
|
| 123 |
|
| მოაკლდა თუალთა ჩემთა მაცხოვარებისა მიმართ შენისა და სიტყუათა მათ სიმართლისა შენისათა. |
|
| 124 |
|
| ყავ მონისა შენისა თანა წყალობისაებრ შენისა და სიმართლენი შენნი მასწავენ მე. |
|
| 125 |
|
| მონა შენი ვარ; მეცნიერ-მყავ მე, და გულისჴმა-ვყვნე წამებანი შენნი. |
|
| 126 |
|
| ჟამი არს მსახურებად უფლისა, რამეთუ განაქარვეს შჯული შენი. ამისთჳს შევიყუარენ მცნებანი შენნი უფროს ოქროსა და ანთრაკისა; |
|
| 127 |
|
|
|
| 128 |
|
| ამისთჳს ყოველთა მიმართ მცნებათა შენთა წარვჰმართე და ყოველი გზაჲ სიცრუჲსა მოვიძულე. |
|
| 129 |
|
| საკჳრველ არიან წამებანი შენნი, ამისთჳს გამოიძინა ესენი სულმან ჩემმან. |
|
| 130 |
|
| განცხადებაჲ სიტყუათა მათ შენთა განანათლებს და გონიერ-ჰყოფს ჩჩჳლთა; |
|
| 131 |
|
| პირი ჩემი აღვაღე და მოვიღე სული, რამეთუ მცნებათა შენთა მსუროდა. დიდება |
|
| 132 |
|
| მოიხილე ჩემ ზედა და შემიწყალე მე სამართალთათჳს მოყუარეთა სახელისა შენისათა. |
|
| 133 |
|
| სლვანი ჩემნი წარმართენ სიტყუათაებრ შენთა, და ნუ მეუფლებინ ყოველი უსჯულოებაჲ. |
|
| 134 |
|
| მიჴსენ მე ცილისწამებისაგან კაცთასა, და დავიცუნე მცნებანი შენნი. |
|
| 135 |
|
| გამოაჩინე პირი შენი მონისა შენისა ზედა და მასწავენ მე სიმართლენი შენნი. |
|
| 136 |
|
| ნაკადულნი წყალთანი გარდამოდიოდეს თუალთა ჩემთა, რამეთუ არა დავიცევ შჯული შენი. |
|
| 137 |
|
| მართალ ხარ შენ, უფალო, და წრფელ არიან განკითხვანი შენნი. |
|
| 138 |
|
| ამცენ სიმართლე წამებათა შენთა, და ჭეშმარიტ არს ფრიად. |
|
| 139 |
|
| განმკაფა მე შურმან შენმან, რამეთუ დაივიწყეს სიტყუაჲ შენი მტერთა ჩემთა. |
|
| 140 |
|
| გამოჴურვებულ არს სიტყუაჲ შენი ფრიად, და მონამანცა შენმან შეიყუარა იგი. |
|
| 141 |
|
| ყრმა ვარი მე და შეურაცხ, ხოლო სიმართლენი შენნი მე არა დავივიწყენ. |
|
| 142 |
|
| სიმართლე შენი სიმართლე არს უკუნისამდე და შჯული შენი _ ჭეშმარიტ. |
|
| 143 |
|
| ჭირთა და ღუაწლთა მპოეს მე, და მცნებანი შენნი ზრახვა იყვნეს ჩემდა. |
|
| 144 |
|
| სიმართლით არიან განკითხვანი შენნი უკუნისამდე, გულისჴმა-მიყავ და ვცხოვნდე. |
|
| 145 |
|
| ღაღად-ვყავ ყოვლითა გულითა ჩემითა; ისმინე ჩემი, უფალო, და სიმართლენი შენნი მოვიძინე. |
|
| 146 |
|
| ჴმა-ვყავ შენდამი, მიჴსენ მე, და დავიცუნე წამებანი შენნი. |
|
| 147 |
|
| აღვიმსთუე უჟამოსა და ჴმა-ვყავ, რამეთუ მე სიტყუათა შენთა ვესავ: |
|
| 148 |
|
| აღიმსთუეს თუალთა ჩემთა განთიად ზრახვად სიტყუათა მათ შენთა. |
|
| 149 |
|
| ჴმისა ჩემისა ისმინე, უფალო, წყალობითა შენითა და სამართლითა შენითა მაცხოვნე მე. |
|
| 150 |
|
| მიეახლნეს მდევარნი ჩემნი უსჯულოებასა, ხოლო შჯულსა შენსა განეშორნეს. |
|
| 151 |
|
| ახლოს ხარ შენ, უფალო, და ყოველნი გზანი შენნი ჭეშმარიტებით არიან. |
|
| 152 |
|
| დასაბამითგან ვცან წამებათაგან შენთა, რამეთუ უკუნისამდე დააფუძნენ შენ იგინი. |
|
| 153 |
|
| იხილე სიმდაბლე ჩემი და მიჴსენ მე, რამეთუ შჯული შენი მე არა დავივიწყე. |
|
| 154 |
|
| საჯე შჯა ჩემი და მიჴსენ მე და სიტყჳთა შენითა მაცხოვნე მე. |
|
| 155 |
|
| შორს არს ცოდვილთაგან ცხორებაჲ, რამეთუ სამართალნი შენნი გამოიძინეს. |
|
| 156 |
|
| წყალობანი შენნი მრავალ არიან, უფალო; სამართლითა შენითა მაცხოვნე მე. |
|
| 157 |
|
| მრავალ არიან მდევარნი ჩემნი და მაჭირვებელნი ჩემნი, და წამებათა შენთაგან არა გარდავაქციე. |
|
| 158 |
|
| ვიხილენ უგულისჴმონი და დავდნებოდე, რამეთუ სიტყუანი შენნი არა დაიმარხნეს. |
|
| 159 |
|
| იხილე, რამეთუ მცნებანი შენნი შევიყუარენ; უფალო, წყალობითა შენითა მაცხოვნე მე. |
|
| 160 |
|
| დასაბამი სიტყუათა მათ შენთა ჭეშმარიტებაჲ არს, და უკუნისამდე ყოველნი განკითხვანი სიმართლისა შენისანი. |
|
| 161 |
|
| მთავარნი მდევნიდეს მე ცუდად, და სიტყუათა შენთაგან შეეშინა გულსა ჩემსა, |
|
| 162 |
|
| ვიხარებდე მე სიტყუათა შენთა ზედა, ვითარცა ვინ პოვის ტყუჱ დიდძალი. |
|
| 163 |
|
| ცოდვა მოვიძულე და მოვიძაგე, ხოლო შჯული შენი შევიყუარე. |
|
| 164 |
|
| შჳდგზის დღესა შინა გაქებდი შენ განკითხვათათჳს სიმართლისა შენისათა. |
|
| 165 |
|
| მშჳდობაჲ მრავალ არს მათ თანა, რომელთა უყუარს შჯული შენი, და არა არს მათ თანა საცთურ. |
|
| 166 |
|
| ველოდე მე მაცხოვარებასა შენსა, უფალო, და მცნებანი შენნი შევიყუარენ. |
|
| 167 |
|
| დაიცვნა სულმან ჩემმან წამებანი შენნი და შეიყუარნა იგინი ფრიად. |
|
| 168 |
|
| დავიმარხენ მცნებანი შენნი და წამებანი შენნი, რამეთუ ყოველნი გზანი ჩემნი წინაშე შენსა არიან, უფალო. |
|
| 169 |
|
| მიეახლენ ლოცვა ჩემი წინაშე შენსა, უფალო, და სიტყჳთა შენითა გულისჴმა-მიყავ მე. |
|
| 170 |
|
| შევედინ შენ წინაშე ვედრებაჲ ჩემი, უფალო, და სიტყჳთა შენითა მიჴსენ მე. |
|
| 171 |
|
| აღმოთქუან ბაგეთა ჩემთა გალობაჲ შენი, რაჟამს მასწავლნე მე სიმართლენი შენნი. |
|
| 172 |
|
| თქუნეს ენამანცა ჩემმან სიტყუანი შენნი, რამეთუ ყოველნი მცნებანი შენნი სიმართლით არიან. |
|
| 173 |
|
| იყავნ ჴელი შენი მაცხოვრად ჩემდა, რამეთუ მცნებანი შენნი აღვირჩიენ. |
|
| 174 |
|
| მსუროდა მაცხოვარებაჲ შენი, უფალო, და სჯული შენი არს ზრახვა ჩემდა. |
|
| 175 |
|
| ცხონდეს სული ჩემი და გაქებდეს შენ, და სამართალნი შენნი შემეწიენ მე. |
|
| 176 |
|
| შევსცეთი მე, ვითარცა ცხოვარი წყმედული; მომიძიე მონა შენი, რამეთუ მცნებანი შენნი მე არა დავივიწყენ. დიდება |
|
|
|
|