×

ბიბლია 2013

ფსალმუნნი 122

1
გალობა აღსავალთა. შენსკენ აღვაპყრობ თვალებს, მკვიდრო ზეცათა!
2
აჰა, ვითარცა მონათა თვალნი ბატონის ხელისაკენ, ვითარცა თვალნი მხევლისა ქალბატონის ხელისაკენ, ასევე ჩვენი თვალნი მიპყრობილია ჩვენი უფალი ღმერთისაკენ, ვიდრე შეგვიწყალებდეს.
3
შეგვიწყალე, უფალო, შეგვიწყალე, რადგან მეტისმეტად გავძეხით სიძულვილით!
4
მეტისმეტად აღივსო ჩვენი სული მდიდართა ყვედრებით და ამპარტავანთაგან ჩაგვრით.
Georgian Bible 2013
Standard Georgian Bible United Bible Societies representation in Georgia, 2013
:
შენახვა შენიშვნები