Ბიბლია 2002
|
| 1 |
| გალობა აღსავალთა. როცა დააბრუნა უფალმა ტყვეები სიონისას, თავი სიზმარში გვეგონა. |
| 2 |
| მაშინ აივსო სიცილით ბაგე ჩვენი, და ენა ჩვენი – გალობით; მაშინ ამბობენ წარმართთა შორის: „დიადი საქმე მოიმოქმედა უფალმა მათთან.“ |
| 3 |
| დიადი საქმე მოიმოქმედა უფალმა ჩვენთან, ჩვენ გავმხიარულდით. |
| 4 |
| დააბრუნე, უფალო, ჩვენი ტყვეები, ვით ნაკადები ნეგების მიწაზე. |
| 5 |
| ცრემლით მთესველნი სიმღერით მოიმკიან. |
| 6 |
| მიდის და ტირის მთესველი თესლისა, მოდის და სიმღერით მოაქვს თავისი ძნები. |
| Შენახვა Შენიშვნები |
https://beblia.bible:81/BibleAudio/georgian2002/psalms/125.mp3
150
125