Ბიბლია 2002
|
| 1 |
| გალობა აღსავალთა. სოლომონისა. სადაც უფალი არ ააშენებს სახლს, იქ ამაოდ გაირჯებიან მისი მშენებლები; სადაც უფალი არ დაიცავს ქალაქს, იქ ამაოდ ფხიზლობს გუშაგი. |
| 2 |
| ამაოდ დგებით ადრიან, და ჭამთ ჭმუნვის პურს, რადგან ძილს ანიჭებს თავის საყვარელს. |
| 3 |
| აჰა, მემკვიდრეობა უფლისაგან – შვილები, გასამრჯელო – მუცლის ნაყოფი. |
| 4 |
| როგორც ისრები მეომრის ხელში, ისეა ახალგაზრდა თაობა. |
| 5 |
| ნეტარია კაცი, რომელმაც გაივსო კაპარჭი მათით; არ შერცხვება, როცა ლაპარაკი მოუხდება მტრებთან კარიბჭეში. |
| Შენახვა Შენიშვნები |
https://beblia.bible:81/BibleAudio/georgian2002/psalms/126.mp3
150
126