ბიბლია 2013
|
| 1 |
| გალობა აღსავალთა. ნეტარია ყოველი, რომელსაც ეშინია უფლისა და დადის მისი გზებით! |
| 2 |
| შენს ხელთა შრომის ნაყოფს შეჭამ შენ, ნეტარება და სიკეთე გექნება შენ! |
| 3 |
| ცოლი შენი, ვითარცა მსხმოიარე ვაზი შენი სახლის კედლებში; შენი შვილები, ვითარცა ზეთისხილის ნორჩი ხეები შენი სუფრის გარშემო. |
| 4 |
| ასე მიიღებს კურთხევას კაცი, მოშიში უფლისა! |
| 5 |
| გაკურთხოს უფალმა სიონიდან, იხილე სიკეთე იერუსალიმისა მთელი შენი სიცოცხლე! |
| 6 |
| იხილე შვილნი შვილთა შენთანი! მშვიდობა ისრაელს! |
| შენახვა შენიშვნები |
https://beblia.bible:81/BibleAudio/georgian2012/psalms/127.mp3
150
127