წმინდა ბიბლია (OGB)
|
| 1 |
| აქებდით სახელსა უფლისასა, აქებდით მონანი უფალსა. |
| 2 |
| რომელნი სდგათ სახლსა უფლისასა, ეზოთა სახლისა ღმრთისა ჩუენისათა. |
| 3 |
| აქებდით უფალსა, რამეთუ სახიერ არს უფალი; უგალობდით სახელსა მისსა, რამეთუ კეთილ; |
| 4 |
| რამეთუ იაკობი თჳსად გამოირჩია უფალმან და ისრაჱლი - საბრძანებელად თჳსად. |
| 5 |
| რამეთუ მე გულისჴმა-ვყავ, ვითარმედ დიდ არს უფალი, და უფალი ჩუენი უფროს ყოველთა ღმერთთა; |
| 6 |
| ყოველივე, რაოდენი ინება უფალმან, ქმნა ცათა შინა და ქუეყანასა ზედა, ზღუათა შინა და ყოველთა უფსკრულთა; |
| 7 |
| აღმოიყვანნის ღრუბელნი დასასრულით ქუეყანისაჲთ და ელვანი წჳმად გარდააქცინა, რომელმან გამოიყვანნის ქარნი საუნჯეთაგან მისთა; |
| 8 |
| რომელმან დასცნა პირმშონი ეგჳპტისანი კაცთაგან მიპირუტყუთამდე; |
| 9 |
| გამოავლინნა სასწაულნი და ნიშნი შორის შენსა, ეგჳპტე, ფარაოს ზედა და ყოველთა მონათა მისთა; |
| 10 |
| რომელმან დასცა თესლები მრავალი და მოსწყჳდნა მეფენი ძლიერნი: |
| 11 |
| სეონ, მეფე ამორეველთა, და ოგ, მეფე ბასანისა, და ყოველნი მეფენი ქანანისანი; |
| 12 |
| და მისცა ქუეყანა მათი სამკჳდრებელად, სამკჳდრებელად ისრაჱლსა, ერსა თჳსსა. |
| 13 |
| უფალო, სახელი შენი უკუნისამდე და საჴსენებელი შენი თესლითი თესლადმე. |
| 14 |
| რამეთუ განიკითხოს უფალმან ერი თჳსი. და მონათა თჳსთა ზედა ნუგეშინის-ცემულ იქმნეს. |
| 15 |
| კერპნი წარმართთანი ოქროსა და ვეცხლისანი, ქმულნი ჴელთა კაცისანი. |
| 16 |
| პირ-ათქს და არა იტყჳან; თუალ-ასხენ და არა ხედვენ, |
| 17 |
| ყურ-ასხენ და ყურად-იღებენ, რამეთუ არცა არს სული პირსა მათსა. |
| 18 |
| ემსგავსენ მათ მოქმედნი მათნი.და ყოველნი, რომელნი ესვენ მას |
| 19 |
| სახლი ისრაჱლისა აკურთხევდით უფალსა, სახლი აჰრონისი აკურთხევდით უფალსა, |
| 20 |
| სახლი ლევისი აკურთხევღით უფალსა, მოშიშნი უფლისანი აკურთხევდით უფალსა. |
| 21 |
| კურთხეულ არს სიონით გამო, რომელი დამკჳდრებულ არს იერუსალჱმს. |
| შენახვა შენიშვნები |
https://beblia.bible:81/BibleAudio/georgian/psalms/134.mp3
150
134