|
| 1 |
|
| ადიდეთ უფალი, რადგან კეთილია, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი! |
|
| 2 |
|
| ადიდეთ ღმერთი ღმერთთა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი! |
|
| 3 |
|
| ადიდეთ უფალი უფალთა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი! |
|
| 4 |
|
| მარტოდმარტო მოქმედი დიდ საოცრებათა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი! |
|
| 5 |
|
| ცათა შემქმნელი გონიერებით, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი! |
|
| 6 |
|
| დედამიწის განმვრცობი წყლებზე, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი! |
|
| 7 |
|
| შემქმნელი დიდი მნათობებისა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი! |
|
| 8 |
|
| მზისა – სამართავად დღისა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი! |
|
| 9 |
|
| მთვარის და ვარსკვლავებისა – ღამის სამართავად, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი! |
|
| 10 |
|
| რომელმაც განგმირა ეგვიპტელნი თავიანთი პირმშოებითურთ, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი! |
|
| 11 |
|
| და გამოიყვანა ისრაელი მათი შუაგულიდან, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი! |
|
| 12 |
|
| ხელით ძლიერით და მკლავით შემართულით, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი! |
|
| 13 |
|
| რომელმაც გააპო მეწამული ზღვა ორად, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი! |
|
| 14 |
|
| და გაიყვანა ისრაელი მის შუაგულში, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი! |
|
| 15 |
|
| და ჩაღუპა ფარაონი და მისი ჯარი მეწამულ ზღვაში, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი! |
|
| 16 |
|
| რომელმაც წაიყვანა თვისი ხალხი უდაბნოში, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი! |
|
| 17 |
|
| რომელმაც განგმირა მეფენი დიდნი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი! |
|
| 18 |
|
| და დახოცა მეფენი ძლიერნი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი! |
|
| 19 |
|
| სიხონი – მეფე ამორეველთა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი! |
|
| 20 |
|
| ყოგი – მეფე ბაშანისა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი! |
|
| 21 |
|
| და მისცა მათი ქვეყანა სამკვიდრებლად, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი! |
|
| 22 |
|
| სამკვიდრებლად ისრაელს, თავის მორჩილს, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი! |
|
| 23 |
|
| რომელმაც ჩვენი დამცირების ჟამს გაგვიხსენა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი! |
|
| 24 |
|
| და გვიხსნა ჩვენი მტრებისაგან, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი! |
|
| 25 |
|
| რომელიც აძლევს პურს ყოველ ხორციელს, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი! |
|
| 26 |
|
| ადიდეთ ცათა ღმერთი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი! |
|
|
: |
| 1 | | 2 | | 3 | | 4 | | 5 | | 6 | | 7 | | 8 | | 9 | | 10 | | 11 | | 12 | | 13 | | 14 | | 15 | | 16 | | 17 | | 18 | | 19 | | 20 | | 21 | | 22 | | 23 | | 24 | | 25 | | 26 | 1
1
1 |
|
|---|
|
https://beblia.bible:81/BibleAudio/georgian2002/psalms/135.mp3
150
135