Ბიბლია 2002
|
| 1 |
| დავითისა. კურთხეულ არს უფალი, კლდე ჩემი, რომელმაც ასწავლა ჩემს ხელებს ბრძოლა, ჩემს თითებს – ომი. |
| 2 |
| მწყალობელო ჩემო და სიმაგრევ ჩემო, მცველო ჩემო და მხსნელო ჩემო; ჩემი ფარი ხარ, რომელიც მიფარავს, ის მიმორჩილებს ჩემს ერს. |
| 3 |
| უფალო, რა არის კაცი, რომ გახსოვს ის, ძე ადამისა, რომ რამედ მიიჩნევ? |
| 4 |
| ადამიანი ჰგავს ამაოებას, მისი დღეები – ვითარცა ჩრდილი გარდასული. |
| 5 |
| უფალო, მოდრიკე ცანი შენნი და გადმოდი! შეეხე მთებს, რომ აკვამლდნენ! |
| 6 |
| გამოაელვე ელვანი და გაფანტე ისინი, გამოუშვი ისარნი შენნი და თავზარი დაეცი მათ. |
| 7 |
| გამოიწოდე შენი ხელი მაღლიდან; მიხსენი და გადამარჩინე მრავალ წყალთაგან, უცხო ტომთა ხელიდან, |
| 8 |
| რომელთა ბაგენი ტყუილს ლაპარაკობენ და რომელთა მარჯვენა სიცრუის მარჯვენაა. |
| 9 |
| ღმერთო, ახალ გალობას გიგალობებ შენ. ათსიმიან ჩანგზე გიგალობებ შენ, |
| 10 |
| შენა ხარ მეფეთათვის ძლევის მიმცემი, შენ იხსნი დავითს, შენს მსახურს. მიხსენი მე ბოროტი მახვილისაგან. |
| 11 |
| გადამარჩინე უცხოთესლთა ხელიდან, რომელთა ბაგენი ტყუილს ლაპარაკობენ და რომელთა მარჯვენა სიცრუის მარჯვენაა. |
| 12 |
| რომ ჩვენი ძენი ნერგებივით იზრდებოდნენ მათს სიჭაბუკეში; ჩვენი ასულნი, ვითარცა სასახლის ოსტატურად თლილი სვეტები. |
| 13 |
| ჩვენი ბეღლები სავსე იყოს სხვადასხვა მოსავლით; ცხვარნი ჩვენნი ათასობდნენ და ათიათასობდნენ ჩვენს საძოვრებზე; |
| 14 |
| ჩვენი ხარები დატვირთულნი იყვნენ, არც ზარალი და არც დანაკლისი, და არც გოდება ჩვენს ქუჩებში! |
| 15 |
| ნეტარ არს ხალხი, რომლისთვისაც ასეა; ნეტარ არს ხალხი, რომლის ღმერთიც უფალია! |
|
| Შენახვა Შენიშვნები |
https://beblia.bible:81/BibleAudio/georgian2002/psalms/143.mp3
150
143