×

Ბიბლია 2013

ფსალმუნნი 143

1
დავითისა. კურთხეულ არს უფალი, კლდე ჩემი, რომელიც ასწავლის ჩემს ხელებს ბრძოლას, ჩემს თითებს – ომს.
2
მწყალობელო ჩემო და სიმაგრევ ჩემო, მცველო ჩემო და მხსნელო ჩემო; ჩემი ფარი ხარ, რომელიც მიფარავს, მიმორჩილებს ჩემს ხალხს.
3
უფალო, რა არის კაცი, რომ გახსოვს იგი, ძე ადამისა, რომ რაიმედ მიიჩნევ?
4
ადამიანი ჰგავს ამოსუნთქვას, მისი დღეები – ვითარცა ჩრდილი გარდასული.
5
უფალო, მოდრიკე ცანი შენნი და გადმოდი! შეეხე მთებს, რომ აკვამლდნენ!
6
გამოაელვე ელვანი და გაფანტე ისინი, გამოუშვი ისარნი შენნი და თავზარი დაეცი მათ!
7
გამოიწოდე შენი ხელი მაღლიდან; მიხსენ და გადამარჩინე მრავალ წყალთაგან, უცხო ტომთა ხელთაგან,
8
რომელთა ბაგენი ტყუილს ამბობენ და რომელთა მარჯვენა სიცრუის მარჯვენაა.
9
ღმერთო, ახალ გალობას გიგალობებ შენ. ათსიმიან ჩანგზე გიგალობებ,
10
შენა ხარ მეფეთათვის ძლევის მიმნიჭებელი, შენ იხსნი დავითს, შენს მსახურს. მიხსენ მე მსახვრალი მახვილისაგან.
11
გადამარჩინე უცხოთესლთა ხელიდან, რომელთა ბაგენი ტყუილს ამბობენ და რომელთა მარჯვენა სიცრუის მარჯვენაა.
12
დაე ჩვენი ძენი ნერგებივით იყვნენ სიჭაბუკეში; იყვნენ ჩვენი ასულნი, ვითარცა სასახლის მშვენივრად თლილი სვეტები.
13
ჩვენი ბეღლები სავსე იყოს მოსავლით; ჩვენი ცხვრები ათასობდნენ და 10 ათასობდნენ ჩვენს საძოვრებზე.
14
ჩვენი ხარები დატვირთულნი იყვნენ, არ იყოს არც ზარალი და არც დანაკლისი და არც გოდება ჩვენს ქუჩებში!
15
ნეტარ არს ხალხი, რომელიც ასეა ნაკურთხი! ნეტარ არს ხალხი, რომლის ღმერთიც უფალია!
Georgian Bible 2013
Standard Georgian Bible United Bible Societies representation in Georgia, 2013
:
Შენახვა Შენიშვნები