ბიბლია 2002
|
| 1 |
| ხოტბა დავითისა. აღგამაღლებ შენ, ჩემო ღმერთო და მეფეო, და ვაკურთხებ შენს სახელს უკუნითი უკუნისამდე. |
| 2 |
| ყოველდღე გაკურთხებ შენ და ვადიდებ შენს სახელს უკუნითი უკუნისამდე. |
| 3 |
| დიდია უფალი და ქებულია ფრიად, და მისი სიდიადე მიუწვდომელია. |
| 4 |
| თაობა თაობას უქებს შენს საქმეებს და შენს სიძლიერეზე მოუთხრობენ. |
| 5 |
| შენს დიდმშვენიერებაზე, შენს დიდებაზე, შენს საოცარ საქმეებზე ვილაპარაკებ. |
| 6 |
| შენთა საშიშროებათა სიძლიერეს იტყვიან, ხოლო მე შენს სიდიადეზე ვილაპარაკებ. |
| 7 |
| ხსენებას შენი მრავალი სიკეთისას გამოთქვამენ, და შენს სიმართლეს უმღერებენ. |
| 8 |
| გულმოწყალე და შემბრალეა უფალი, სულგრძელი და დიდად მოწყალე. |
| 9 |
| კარგია უფალი ყველას მიმართ და მისი წყალობაა ყველა მის ნამოქმედარზე. |
| 10 |
| გადიდებდეს შენ, უფალო, ყველა შენი ნამოქმედარი, და შენი უბიწონი გადიდებენ შენ. |
| 11 |
| შენი მეფობის დიდებას იტყვიან, და შენს სიძლიერეზე ილაპარაკებენ, |
| 12 |
| რათა აცნობონ ადამის ძეთ შენი სიძლიერე და ბრწყინვალე დიდება შენი მეფობისა. |
| 13 |
| შენი მეფობა – მეფობა ყველა საუკუნისა და შენი ბატონობა – თაობებში. |
| 14 |
| უფალი შემწეა ყველა დაცემულისა და გამმართავი ყველა წელში მოხრილისა. |
| 15 |
| ყველას თვალები შენ შემოგცქერიან და შენ აძლევ მათ საზრდოს თავის დროზე. |
| 16 |
| აღაპყრობ შენს ხელს და დააკმაყოფილებ ყოველ სულდგმულს. |
| 17 |
| მართალია უფალი ყველა თავის გზაზე და მოწყალეა ყველა თავის საქმეში. |
| 18 |
| ახლოსაა უფალი ყველა მის მლოცველთან, ყოველთან, ვინც მას მოუხმობს ჭეშმარიტებით. |
| 19 |
| მის მოშიშთა სურვილს შეასრულებს და მათს ღაღადისს მოისმენს და უშველის მათ. |
| 20 |
| იცავს უფალი ყველა მის მოყვარულს და ყველა ბოროტს მოსპობს. |
| 21 |
| ხოტბას უფლისას ილაპარაკებს პირი ჩემი, და აქებს ყოველი ხორციელი უკუნითი უკუნისამდე! |
| შენახვა შენიშვნები |
https://beblia.bible:81/BibleAudio/georgian2002/psalms/144.mp3
150
144