Წმინდა Ბიბლია (OGB)
|
| 1 |
| რად აღიძრნეს წარმართნი და ერმან იზრახა ცუდი? |
| 2 |
| შეითქუნეს მეფენი ქუეყანისანი და მთავარნი შეკრბეს ერთად უფლისათჳს და ცხებულისა მისისათჳს. |
| 3 |
| განვხეთქნეთ აპაურნი მათნი და განვაგდოთ ჩუენგან უღელი მათი. |
| 4 |
| რომელი დამკჳდრებულ არს ცათა შინა, ეცინოდის მათ და უფალმან შეურაცხ-ყუნეს იგინი |
| 5 |
| მაშინ იტყოდის მათდა მიმართ რისხვითა მისითა და გულისწყრომითა მისითა შეაძრწუნნეს იგინი. |
| 6 |
| ხოლო მე დავდეგ მეუფედ მის მიერ ზედა სიონსა, მთასა წმიდასა მისსა |
| 7 |
| თხრობად ბრძანებასა უფლისასა. უფალმან მრქუა მე: ძე ჩემი ხარი შენ, და დღეს მიშობიე შენ. |
| 8 |
| ითხოენ ჩემგან და მიგცნე შენ წარმართნი სამკჳდრებელად შენდა და დაპყრობად შენდა კიდენი ქუეყანისანი. |
| 9 |
| ჰმწყსნე იგინი კუერთხითა რკინისათა და ვითარცა ჭურნი მეკეცეთანი შეჰმუსრნე იგინი. |
| 10 |
| და აწ, მეფენო, გულისჴმა-ყავთ და განისწავლენით ყოველნი მსაჯულნი ქუეყანისანი |
| 11 |
| ჰმონეთ ნფალსა შიშით და უგალობდით მას ძრწოლით. |
| 12 |
| მიიღეთ სწავლა, ნუუკუე განრისხნეს უფალი და წარსწყმდეთ თქუენ გზისა მისგან მართლისა, |
| 13 |
| რაჟამს აღატყდეს მყის გულისწყრომა მისი. ნეტარ არიან ყოველნი რომელნი ესვენ მას. |
|
| Შენახვა Შენიშვნები |
https://beblia.bible:81/BibleAudio/georgian/psalms/002.mp3
150
2