Ბიბლია 2002
|
| 1 |
| რატომ ბობოქრობენ ხალხები, და ესწრაფიან ერები ამაოებას? |
| 2 |
| ამქვეყნიური მეფეები ამხედრებულან და შეთქმულან წარჩინებულნი უფლის წინააღმდეგ, და მის ცხებულზე გალაშქრებულან: |
| 3 |
| „დავგლეჯთ მათს სადავეებს და მოვიშორებთ მათს ხუნდებს.“ |
| 4 |
| მკვიდრი ზეცისა გაიცინებს, და უფალი აბუჩად აიგდებს მათ. |
| 5 |
| მაშინ ეტყვის მათ თავისი რისხვით და თავისი გულისწყრომით შეაძრწუნებს: |
| 6 |
| „მე ვაკურთხე მეფე ჩემი სიონზე – ჩემს წმიდა მთაზე.“ |
| 7 |
| გიამბობ უფლის კანონმდებლობას: უფალმა მითხრა: „ძე ხარ ჩემი, დღეს გშობე შენ; |
| 8 |
| მთხოვე და მოგცემ ხალხებს სამკვიდროდ, ხოლო ქვეყნის კიდეებს – სამკვიდრებლად, |
| 9 |
| შენ დალეწავ მათ რკინის კვერთხით, მეთუნის ჭურჭელივით დაამსხვრევ.“ |
| 10 |
| ახლა კი გონს მოდით, მეფენო! განისწავლენით, ქვეყნის მსაჯულნო! |
| 11 |
| ემსახურეთ უფალს შიშით და შეჰღაღადეთ თრთოლვით. |
| 12 |
| ეამბორეთ ძეს, რომ არ განრისხდეს იგი და არ დაიღუპოთ გზაში, რადგან მალე აღიგზნება რისხვა მისი. ნეტარ არს ყველა, ვინც მასზეა მინდობილი. |
|
| Შენახვა Შენიშვნები |
https://beblia.bible:81/BibleAudio/georgian2002/psalms/002.mp3
150
2