Ბიბლია 2013
|
| 1 |
| რატომ ბობოქრობენ ერები და ერები იზრახავენ ამაოებას? |
| 2 |
| დასხდნენ ამა ქვეყნის მეფენი და წარჩინებულნი და შეითქვნენ უფლისა და მისი ცხებულის წინააღმდეგ: |
| 3 |
| „დავგლეჯთ მათ სადავეებს და მოვიშორებთ მათ ხუნდებს.“ |
| 4 |
| მკვიდრი ზეცისა გაიცინებს, უფალი აბუჩად აიგდებს მათ. |
| 5 |
| მაშინ ეტყვის რისხვით და მრისხანებით შეაძრწუნებს: |
| 6 |
| „მე თვით ვაკურთხე ჩემი მეფე სიონზე – ჩემს წმიდა მთაზე.“ |
| 7 |
| გაუწყებთ უფლის განწესებას: უფალმა მითხრა: „შენ ძე ხარ ჩემი, დღეს გშობე შენ; |
| 8 |
| მთხოვე და მოგცემ ხალხებს სამკვიდროდ, ქვეყნის კიდეებს – სამფლობელოდ, |
| 9 |
| დალეწავ მათ რკინის კვერთხით, მეთუნის ჭურჭელივით დაამსხვრევ მათ.“ |
| 10 |
| ახლა კი გონს მოდით, მეფენო! გაფრთხილდით, ქვეყნის მმართველნო! |
| 11 |
| ემსახურეთ უფალს შიშით, შეჰღაღადეთ ძრწოლით! |
| 12 |
| თაყვანი ეცით ძეს, რომ არ განრისხდეს და არ დაიღუპოთ გზაში, რადგან მალე აღეგზნება მისი რისხვა. ნეტარია ყველა, მასზე მინდობილი. |
|
| Შენახვა Შენიშვნები |
https://beblia.bible:81/BibleAudio/georgian2012/psalms/002.mp3
150
2