×

Ბიბლია 2002

ფსალმუნნი 3

1
ფსალმუნი დავითისა. როცა გაურბოდა აბესალომს, თავის ძეს.
2
უფალო! როგორ მომრავლდნენ ჩემი მტრები. ჩემს წინააღმდეგ აღდგა მრავალი.
3
ბევრი ეუბნება ჩემს სულს: „არ არის მისთვის შემწეობა ღმერთისმიერი.“
4
და შენ, უფალო, ჩემი ფარი ხარ, ჩემი დიდება და ამმაღლებელი ჩემი თავისა.
5
ჩემი ხმით მოვუხმობ უფალს და ის მიპასუხებს თავის წმიდა მთიდან.
6
ვწვები, ვიძინებ და ვიღვიძებ, რადგან უფალი შემწეა ჩემი.
7
ვერ შემაშინებს სიმრავლე ხალხის, გარს რომ მერტყმიან ყოველი მხრიდან.
8
აღსდეგ, უფალო, მიხსენი, ჩემო ღმერთო, რადგან შენ ულეწავ ყბებს ყველა ჩემს მტერს, ბოროტეულებს უმუსრავ კბილებს.
9
უფლისაგან არის ხსნა. და შენი კურთხევა შენს ერზე.
Georgian Bible 2002
Კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002 არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002
:
Შენახვა Შენიშვნები