რათა შენ მოუთხრო შენს შვილსა და შვილიშვილს, რაც გავაკეთე ეგვიპტეში და ჩემს სასწაულებზე, რომელნიც მე მოვუვლინე, და თქვენ გეცოდინებათ, რომ მე ვარ უფალი.“
და დაფარავს იგი მიწისპირს და შეუძლებელი იქნება ხილვა მიწისა, და იგი შეჭამს გადარჩენილ ნატამალს, რაც სეტყვას გადაგირჩათ. და შეჭამს ყველა ხეს, მინდვრად რომ გეზრდებათ.
და აავსებენ შენს სახლებს და შენს მსახურთა და ყველა ეგვიპტელის სახლს, რაც არ უხილავთ შენს მამებს და შენს მამათა მამებს დღიდან ქვეყანაზე მათი მყოფობისა დღემდე.“ გაბრუნდა მოსე და გამოვიდა ფარაონისგან.
და უთხრეს ფარაონს მსახურებმა: „როდემდე იყოს იგი ჩვენთვის დაბრკოლებად? გაუშვი ეს კაცები და ემსახურონ უფალს, თავიანთ ღმერთს. ნუთუ ჯერაც ვერ მიმხვდარხარ, რომ იღუპება ეგვიპტე?“
და თქვა მოსემ: „ჩვენი ჭაბუკებითურთ და ჩვენი მოხუცებითურთ წავალთ, ჩვენი ძეებითურთ და ჩვენი ასულებითურთ, ჩვენი წვრილფეხა და ჩვენი მსხვილფეხა საქონლიანად, რადგან უფლის დღესასწაული გვაქვს.“
და უთხრა უფალმა მოსეს: „გაიწოდე ხელი ეგვიპტის ქვეყანაზე კალიისათვის, რათა შეესიოს იგი ეგვიპტის ქვეყანას და გადაჭამოს ყოველი ბალახი ქვეყნისა, ყოველივე, რაც სეტყვას გადაურჩა.“
და გაიწოდა მოსემ თავისი კვერთხი ეგვიპტის ქვეყანაზე და უფალი დენიდა აღმოსავლეთის ქარს ქვეყანაზე მთელ იმ დღეს და მთელ იმ ღამეს. დადგა დილა და აღმოსავლეთის ქარმა მოიყოლია კალია.
და დაფარა მთელი მიწის პირი და დაბნელდა ქვეყანა, და გადაჭამა მან ყოველი ბალახი მიწისა და ყოველი ნაყოფი ხისა, რომელიც სეტყვას გადაურჩა. და ეგვიპტის მთელ ქვეყანაზე არ შერჩენილა სიმწვანე ხეს და ველის ბალახს.
და მოიხმო ფარაონმა მოსე, და უთხრა: „წადით, ემსახურეთ უფალს, ოღონდ თქვენი წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონელი დარჩეს, თქვენი ბავშვები კი გამოგყვნენ თქვენ.“
ჩვენი ჯოგიც უნდა წამოვიდეს ჩვენთან, ჩლიქიც კი არ უნდა დარჩეს, რადგან მათგან გამოვარჩევთ შესაწირავს უფლის, ჩვენი ღმერთისათვის. არ ვიცით, რით ვემსახუროთ უფალს, ვიდრე იქ არ მივალთ.“