ბიბლია 2002
|
| 1 |
| და უთხრა უფალმა მოსეს: „კიდევ ერთ სასჯელს მოვუვლენ ფარაონს და ეგვიპტელებს. ამის მერე გაგიშვებთ აქედან. როდესაც გაგიშვებთ იგი, სულ გაგყრით აქედან. |
| 2 |
| დაარიგე ხალხი, რომ ითხოვოს ყოველმა კაცმა თავისი მეზობელი კაცისაგან და ყოველმა ქალმა თავისი მეზობელი ქალისაგან ოქროსა და ვერცხლის ჭურჭელი.“ |
| 3 |
| წყალობა მისცა უფალმა ხალხს ეგვიპტელთა თვალში და მოსეც დიდი კაცი გახდა ეგვიპტის ქვეყანაში ფარაონის მსახურთა თვალში და ხალხის თვალში. |
| 4 |
| და თქვა მოსემ: „ასე ამბობს უფალი: ‘შუაღამისას მე გამოვალ შუაგულ ეგვიპტეში. |
| 5 |
| და მოკვდება ყოველი პირმშო ეგვიპტის ქვეყანაში – ფარაონის პირმშოდან, ტახტზე რომ ზის, მხევლის პირმშომდე, ხელსაფქვავს რომ უზის, და ყოველი პირუტყვის პირველმოგებული. |
| 6 |
| და იქნება ეგვიპტის მთელ ქვეყანაზე დიდი გოდება, რომლის მსგავსი არც ყოფილა და არც აღარასდროს იქნება. |
| 7 |
| ისრაელის ძეთა შორის კი ძაღლი არ შეუყეფს კაციდან პირუტყვამდე, რათა იცოდეთ, რა ზღვარს დებს უფალი ეგვიპტელთა და ისრაელიანთა შორის. |
| 8 |
| და ჩამოვა ჩემთან ყველა ეგ შენი მსახური და თაყვანს მცემს და იტყვის: ‘გადით, შენ და მთელი ხალხი, რომელიც შენს ფერხთითაა! ‘და შემდგომ ამისა გავალ.“ და გამოვიდა მოსე ფარაონისგან, განრისხებული. |
| 9 |
| და უთხრა უფალმა მოსეს: „არ მოგისმენთ თქვენ ფარაონი, რათა გავამრავლო ჩემი სასწაულები ეგვიპტის ქვეყანაში.“ |
| 10 |
| მოსემ და აარონმა მოახდინეს ყველა ეს სასწაული ფარაონის წინაშე. და გაამძვინვარა უფალმა გული ფარაონისა და არ გაუშვა ისრაელის ძენი თავისი ქვეყნიდან. |
| შენახვა შენიშვნები |
https://beblia.bible:81/BibleAudio/georgian2002/exodus/011.mp3
40
11