ბიბლია 2013
|
| 1 |
| და უთხრა უფალმა მოსეს: „კიდევ ერთ სასჯელს მოვუვლენ ფარაონს და ეგვიპტეს. ამის მერე გაგიშვებთ აქედან ფარაონი. არათუ გაგიშვებთ, საბოლოოდ გაგყრით. |
| 2 |
| დაარიგე ხალხი, რომ ინათხოვროს ყოველმა კაცმა თავისი მეზობელი კაცისაგან და ყოველმა ქალმა თავისი მეზობელი ქალისაგან ოქროსა და ვერცხლის ნივთები.“ |
| 3 |
| უფალმა კეთილად გამოაჩინა თავისი ხალხი ეგვიპტელთა თვალში. და მოსეც დიდ კაცად შეირაცხა ეგვიპტის ქვეყნად ფარაონის მსახურთა და ხალხის თვალში. |
| 4 |
| და თქვა მოსემ: „ასე ამბობს უფალი: ‘შუაღამისას მე გადავივლი მთელ ეგვიპტეს. |
| 5 |
| და მოკვდება ყოველი პირმშო ვაჟი ეგვიპტის ქვეყანაში – ტახტზე მჯდომარე ფარაონის პირმშოდან პირმშომდე მხევლისა, ხელსაფქვავს რომ უზის; და ყოველი პირველმოგებული მამალი პირუტყვი. |
| 6 |
| და ატყდება ეგვიპტის მთელ ქვეყანაზე დიდი გოდება, რომლის მსგავსი არც ყოფილა და არც აღარასდროს იქნება. |
| 7 |
| მაგრამ ისრაელიანთ და მათ პირუტყვს ბეწვიც არ დააკლდება, რათა იცოდეთ, რომ ზღვარს დებს უფალი ეგვიპტელთა და ისრაელიანთა შორის.’“ |
| 8 |
| და უთხრა მოსემ ფარაონს: „მოვლენ ჩემთან შენი მსახურნი და თაყვანს მცემენ და იტყვიან: ‘გადით, შენ და მთელი შენს კვალზე მავალი ხალხი!’ და ამის შემდეგ გავალ.“ და გამოვიდა ფარაონისგან მოსე განრისხებული. |
| 9 |
| და უთხრა უფალმა მოსეს: „არ მოგისმენთ თქვენ ფარაონი, რათა გავამრავლო ჩემი სასწაულები ეგვიპტის ქვეყანაში.“ |
| 10 |
| მოსემ და აარონმა მოახდინეს ყველა ეს სასწაული ფარაონის თვალწინ. და გაუსასტიკა უფალმა გული ფარაონს და არ გაუშვა ისრაელიანები თავის ქვეყნიდან. |
| შენახვა შენიშვნები |
https://beblia.bible:81/BibleAudio/georgian2012/exodus/011.mp3
40
11