Ბიბლია 2002
|
| 1 |
| და უთხრა უფალმა მოსეს: |
| 2 |
| „შემომწირე ყოველი პირმშო, ყოველი საშოს გამღები ისრაელის ძეთაგან, ადამიანთაგან ვიდრე პირუტყვამდე ჩემია იგი.“ |
| 3 |
| და უთხრა მოსემ ხალხს: „გახსოვდეთ ის დღე, როცა გამოხვედით ეგვიპტიდან, მონობის სახლიდან, რადგან ძლიერი ხელით გამოგიყვანათ თქვენ უფალმა იქედან. და არ ჭამოთ საფუარიანი. |
| 4 |
| დღეს გამოდიხართ თქვენ, აბიბის თვეში. |
| 5 |
| და იქნება, როცა შეგიყვანს შენ უფალი ქანაანელთა, ხეთელთა, ამორეველთა, ხიველთა და იებუსეველთა ქვეყანაში, რომელთა გამოც შეჰფიცა უფალმა შენს მამებს, რომ მოგცემდა ქვეყანას, სადაც მოედინება რძე და თაფლი, შეასრულე ეს სამსახური ამ თვეში. |
| 6 |
| შვიდი დღე ჭამე ხმიადი და მეშვიდე დღეს უფლის დღესასწაულია. |
| 7 |
| ხმიადი ჭამეთ შვიდი დღე და ნუ გამოჩნდება შენთან საფუარიანი, და ნუ გამოჩნდება შენთან საფუარი მთელ შენს მიწა-წყალზე. |
| 8 |
| და იმ დღეს ასე უთხარი შენს შვილს: ეს იმისთვის, რაც გამიკეთა უფალმა ეგვიპტიდან ჩემი გამოსვლისას. |
| 9 |
| და გქონდეს ნიშნად ხელზე და თვალებს შორის სამახსოვროდ, რათა უფლის რჯული იყოს შენს ბაგეზე, რადგან ძლიერი ხელით გამოგიყვანა უფალმა ეგვიპტიდან. |
| 10 |
| და დაიცავი ეს წესი თავის დროზე, წლიდან წლამდე. |
| 11 |
| და იქნება, როცა შეგიყვანს უფალი ქანაანის ქვეყანაში, როგორც შემოგფიცათ შენ და შენს მამებს, და მოგცემს მას შენ, – |
| 12 |
| გამოყავი ყოველი საშოს გამღები უფლისათვის და ყოველი პირუტყვის პირველმონაგებიდან, რომელიც შენ გეყოლება, მამალი, უფლისაა. |
| 13 |
| და ყოველი პირველმოგებული სახედარი გამოისყიდე კრავით. და თუ არ გამოისყიდი, ქედი გადაუმტვრიე. და ყოველი პირმშო ადამიანისა, შენს ძეთაგან, გამოისყიდე. |
| 14 |
| და როცა შეგეკითხება მერე შენი შვილი და გეტყვის: ‘რა არის ეს?’, მაშინ უთხარი მას: ‘ძლიერი ხელით გამოგვიყვანა ჩვენ უფალმა ეგვიპტიდან, მონობის სახლიდან. |
| 15 |
| და იყო, როცა ფარაონი გვაბრკოლებდა გამოსვლისგან, მოკლა უფალმა ყოველი პირმშო ეგვიპტის ქვეყანაში, ადამიანის პირმშოდან პირუტყვის პირმშომდე. ამიტომ ვწირავ უფალს ყოველ პირველმოგებულ მამალს, ხოლო ყოველ ჩემს პირმშოს გამოვისყიდი.’ |
| 16 |
| და გქონდეს ნიშნად ხელზე და მონახაზად შენს თვალთა შორის, რადგან ძლიერი ხელით გამოგვიყვანა ჩვენ უფალმა ეგვიპტიდან.“ |
| 17 |
| და როცა გაუშვა ფარაონმა ხალხი, ღმერთმა არ წაიყვანა ისინი ფილისტიმელების ქვეყნის გზით, რადგან ახლოს იყო იგი, რადგან თქვა ღმერთმა: „რათა არ გადაიფიქროს ხალხმა ბრძოლის დანახვაზე და არ დაბრუნდეს ეგვიპტეში.“ |
| 18 |
| და შემოატარა ღმერთმა ხალხი უდაბნოს გზით მეწამული ზღვისაკენ. შეიარაღებულნი გამოვიდნენ ისრაელის ძენი ეგვიპტის ქვეყნიდან. |
| 19 |
| და თან წამოიღო მოსემ იოსების ძვლები, რადგან იოსებს ფიცით დაფიცებული ჰყავდა ისრაელის ძენი: „როცა მოხედვით მოგხედავთ ღმერთი, თან წაიღეთ ჩემი ძვლები აქედან.“ |
| 20 |
| და აიყარნენ სუქოთიდან და დაიბანაკეს ყეთამში, უდაბნოს პირას. |
| 21 |
| და უფალი უძღოდა მათ წინ დღისით ღრუბლის სვეტში გზის საჩვენებლად, ღამით კი ცეცხლის სვეტში გზის გასანათებლად, რათა ევლოთ დღითა და ღამით. |
| 22 |
| არ მოშორებია ხალხს ღრუბლის სვეტი დღისით და ცეცხლის სვეტი ღამით. |
|
| Შენახვა Შენიშვნები |
https://beblia.bible:81/BibleAudio/georgian2002/exodus/013.mp3
40
13