Ბიბლია 2013
|
| 1 |
| და უთხრა უფალმა მოსეს: |
| 2 |
| შემომწირე ისრაელის ყოველი პირმშო, ადამიანთაგან ვიდრე პირუტყვამდე. ჩემია ისინი. |
| 3 |
| და უთხრა მოსემ ხალხს: „გახსოვდეთ ეს დღე, როცა გამოხვედით ეგვიპტიდან, მონობის სახლიდან, რადგან უფალმა გამოგიყვანათ იქედან ძლიერი ხელით. არ ჭამოთ ამ დღეს საფუარიანი. |
| 4 |
| დღეს გამოდიხართ თქვენ, აბიბის თვეში. |
| 5 |
| როცა შეგიყვანს შენ უფალი ქანაანელთა, ხეთელთა, ამორეველთა, ხიველთა და იებუსელთა ქვეყანაში, რომელთა გამოც შეჰფიცა უფალმა შენს მამებს, რომ მოგცემდა ქვეყანას, სადაც მოედინება რძე და თაფლი, აღასრულე ეს მსახურება ამ თვეში: |
| 6 |
| შვიდ დღეს ხმიადი ჭამე, ხოლო მეშვიდე დღე – უფლის დღესასწაულია; |
| 7 |
| შვიდ დღეს ხმიადი ჭამე და ნუ გაიჩერებ შინ საფუარიან პურს; ნუ გექნება გაფუებული პური და საფუარი მთელ შენს საზღვრებში. |
| 8 |
| და იმ დღეს ასე უთხარი შენს შვილს: ეს იმისთვის, რაც გამიკეთა უფალმა ეგვიპტიდან ჩემი გამოსვლისას-თქო. |
| 9 |
| და ეს იყოს შენთვის როგორც ნიშანი ხელზე და შუბლზე სამახსოვროდ, რათა უფლის რჯული იყოს შენს ბაგეზე, რადგან ძლიერი ხელით გამოგიყვანა უფალმა ეგვიპტიდან. |
| 10 |
| დაიცავი ეს წესი თავის დროზე, წლიდან წლამდე. |
| 11 |
| და როცა შეგიყვანს უფალი ქანაანის ქვეყანაში, როგორც შემოგფიცათ შენ და შენს მამებს, რომ მოგცემს მას შენ, – |
| 12 |
| განუკუთვნე უფალს ყოველი პირმშო და ყოველი პირველმოგებული ნამატი პირუტყვისა; მათგან მამალი უფალს შესწირე. |
| 13 |
| და ყოველი პირველმოგებული სახედარი გამოისყიდე კრავით. და თუ არ გამოისყიდი, ქედი გადაუმტვრიე. შენი პირმშო ძე გამოისყიდე. |
| 14 |
| და როცა შეგეკითხება მომავალში შენი შვილი, ‘ეს რა ნიშნავს?’ უთხარი: ‘ძლიერი ხელით გამოგვიყვანა უფალმა ეგვიპტიდან, მონობის სახლიდან. |
| 15 |
| და იყო, როცა იძულებით გვაკავებდა ფარაონი, მოაკვდინა უფალმა ყოველი პირმშო ეგვიპტის ქვეყანაში, კაცის პირმშოდან პირუტყვის პირველმოგებულამდე. ამიტომაც ვწირავ უფალს მსხვერპლად ყოველ პირველმოგებულ მამალს, ხოლო ყოველ ჩემ პირმშო ძეს გამოვისყიდი.’ |
| 16 |
| და ეს გქონდეს ნიშნად ხელზე და ბეჭდად შუბლზე, რადგან ძლიერი ხელით გამოგვიყვანა უფალმა ეგვიპტიდან.“ |
| 17 |
| როცა გაუშვა ფარაონმა ხალხი, ღმერთმა არ წაიყვანა ისინი ფილისტიმელების ქვეყნის გზით, თუმცა მოკლე იყო ის გზა. რადგან თქვა ღმერთმა: „რათა არ გადაიფიქროს გამოსვლა ხალხმა ბრძოლის დანახვაზე და არ დაბრუნდეს ეგვიპტეში.“ |
| 18 |
| და შემოატარა ღმერთმა ხალხი უდაბნოს გზით მეწამული ზღვისაკენ დარაზმულნი გამოვიდნენ ისრაელიანები ეგვიპტის ქვეყნიდან. |
| 19 |
| და თან წამოიღო მოსემ იოსების ძვლები, რადგან იოსებს დაფიცებული ჰყავდა ისრაელიანები: როცა ღმერთი მოგხედავთ, თან წაიღეთ ჩემი ძვლებიო აქედან. |
| 20 |
| და აიყარნენ სუქოთიდან და დაიბანაკეს ეთამში, უდაბნოს პირას. |
| 21 |
| უფალი უძღოდა მათ წინ დღისით ღრუბლის სვეტში გზის საჩვენებლად, ღამით კი ცეცხლის სვეტში გზის გასანათებლად, რათა ევლოთ დღითა და ღამით. |
| 22 |
| არ მოშორებია ხალხს ღრუბლის სვეტი დღისით და ცეცხლის სვეტი ღამით. |
|
| Შენახვა Შენიშვნები |
https://beblia.bible:81/BibleAudio/georgian2012/exodus/013.mp3
40
13