„ელაპარაკე ისრაელის ძეთ, რათა დაბრუნდნენ ისინი და დაიბანაკონ ფი-ჰახიროთის წინ, მიგდოლსა და ზღვას შორის, ბაყალ-ცეფონის წინ. მის გასწვრივ დაიბანაკეთ ზღვასთან.
და გავამძვინვარებ ფარაონის გულს და უკან დაედევნება მათ, და გამოჩნდება ჩემი დიდება ფარაონზე და მთელ მის ჯარზე. და გაიგებენ ეგვიპტელნი, რომ მე ვარ უფალი. ასე გააკეთე.“
და ეუწყა ეგვიპტის მეფეს, რომ გაიქცა ხალხი, და შეეცვალათ გული ფარაონსა და მის მსახურებს ხალხის მიმართ, და თქვეს: „ეს რა ვქენით? რატომ გავუშვით ისრაელი ჩვენი მონობიდან?“
და დაედევნენ ეგვიპტელნი მათ უკან, და წამოეწივნენ დაბანაკებულთ ზღვასთან ფარაონის ყველა ცხენი და ეტლი, მისი მხედრები და მისი ჯარი, ფი-ჰახიროთთან, ბაყალ-ცეფონის წინ.
განა ამას არ გეუბნებოდით ეგვიპტეში: ‘დაგვეხსენი ჩვენ, რომ ვემსახუროთ ეგვიპტელებს?’ რადგან გვირჩევნია ეგვიპტელებს ვემსახუროთ, ვიდრე უდაბნოში დავიხოცოთ.“
და უთხრა მოსემ ხალხს: „ნუ გეშინიათ, დადექით და იხილავთ უფლის ხსნას, რომელსაც ის მოიმოქმედებს დღეს თქვენთვის. რადგან ეგვიპტელებს, რომლებსაც თქვენ ხედავთ დღეს, კვლავ აღარ იხილავთ უკუნისამდე.
და მე გავამძვინვარებ ეგვიპტელთა გულს, და ისინი გაჰყვებიან მათ უკან, და გამოჩნდება ჩემი დიდება ფარაონზე და მთელ მის ჯარზე, მის ეტლებზე და მის მხედრებზე.
და მოაცილა თვლები მათ ეტლებს და მართავდნენ ისინი გაჭირვებით. და თქვეს ეგვიპტელებმა: „გავერიდოთ ისრაელს, რადგან უფალი მათი გულისათვის იბრძვის ეგვიპტელების წინააღმდეგ.“