და აიყარა ისრაელის ძეთა მთელი თემი სინის უდაბნოდან სამგზავროდ, უფლის ბრძანებისამებრ, და დაიბანაკეს რეფიდიმში. და არ აღმოჩნდა სასმელი წყალი ხალხისათვის.
და სწყუროდა იქ ხალხს წყალი, და დრტვინავდა ხალხი მოსეზე და ამბობდა: „რისთვის გამოგვიყვანე ჩვენ ეგვიპტიდან? ჩვენი, ჩვენი შვილებისა და ჩვენი ჯოგის წყურვილით დასახოცად?“
და მე ვიდგები შენს წინ იქ, ხორების კლდეზე. და შენ დაჰკარი კლდეს და გადმოვა მისგან წყალი, და დალევს ხალხი.“ და მოსემ გააკეთა ეს ისრაელის უხუცესთა თვალწინ.
და დაუმძიმდა მოსეს ხელები. და აიღეს ლოდი და შეუდგეს ქვეშ, და ჩამოჯდა მასზე. ხოლო აარონმა და ხურმა შეაშველეს მას ხელები, ერთმა ერთი მხრიდან და მეორემ მეორე მხრიდან. და იყო მისი ხელები უდრეკი მზის ჩასვლამდე.