Ბიბლია 2002
|
| 1 |
| ეგვიპტის ქვეყნით ისრაელის გამოსვლიდან ზუსტად სამი თვის თავზე მივიდნენ ისინი სინაის უდაბნოში. |
| 2 |
| აიყარნენ რეფიდიმიდან და მივიდნენ სინაის უდაბნოში, და დაბანაკდა იქ ისრაელი მთის პირდაპირ. |
| 3 |
| და ავიდა მოსე ღმერთთან, და მოუხმო მას უფალმა მთიდან: „ასე უთხარი იაკობის სახლს და აუწყე ისრაელის ძეთ: |
| 4 |
| თქვენ დაინახეთ, რა დავმართე ეგვიპტელებს, როცა აგწიეთ არწივების ფრთებზე და მოგიყვანეთ ჩემთან. |
| 5 |
| და ახლა, თუ მოუსმენთ ჩემს ხმას და დაიცავთ ჩემს აღთქმას, ამოგარჩევთ ჩემს საკუთრებად ყველა ხალხიდან, რადგან ჩემია მთელი ქვეყანა. |
| 6 |
| და თქვენ იქნებით ჩემთვის მღვდელთა სამეფოდ და წმიდა ერად. აჰა, სიტყვანი, რომელთაც ეტყვი ისრაელის ძეთ!“ |
| 7 |
| და მივიდა მოსე და მოიწვია ხალხის უხუცესნი, და წინ დაუდო მათ ყველა ეს სიტყვა, რომელიც აღუთქვა მას უფალმა. |
| 8 |
| და მიუგო მთელმა ხალხმა ერთად, და თქვა: „რაც თქვა უფალმა, ყველაფერს აღვასრულებთ“. და მოახსენა მოსემ ხალხის სიტყვები უფალს. |
| 9 |
| და უთხრა უფალმა მოსეს: „მე მოვალ შენთან ზრქელ ღრუბელში, რათა ისმინოს ხალხმა ჩემი ლაპარაკი შენთან და შენც გერწმუნონ საუკუნოდ.“ და აუწყა მოსემ ხალხის სიტყვები უფალს. |
| 10 |
| და უთხრა უფალმა მოსეს: „წადი ხალხთან და განწმიდე ისინი დღეს და ხვალ, და გაირეცხონ თავიანთი სამოსელი. |
| 11 |
| და მზად იყვნენ მესამე დღისთვის, რადგან მესამე დღეს ჩამოვა უფალი მთელი ხალხის თვალწინ სინაის მთაზე. |
| 12 |
| და ხალხს გარშემო საზღვარი შემოუწერე და უთხარი: მოერიდეთ მთაზე ასვლას და მისი კალთის მიკარებას. ყველა, ვინც მთას შეეხება, სიკვდილით მოკვდება. |
| 13 |
| არ შეეხოს მას ხელი, არამედ ჩაქოლვით ჩაიქოლოს ან ისრით განიგმიროს. ვერც პირუტყვი, ვერც კაცი ცოცხალი ვერ გადარჩება. საყვირის გაბმულ ხმაზე შეეძლებათ მათ მთაზე ასვლა. |
| 14 |
| და ჩამოვიდა მოსე მთიდან ხალხთან, და განწმიდა ხალხი და გაირეცხეს თავიანთი სამოსელი. |
| 15 |
| და უთხრა ხალხს: „იყავით მზად მესამე დღისთვის და ნუ მიეკარებით ცოლებს.“ |
| 16 |
| და მესამე დღეს, გამთენიისას, იყო გრგვინვა და ელვა და ქუფრი ღრუბელი მთაზე, და საყვირის ხმა მეტად ძლიერი. და შეძრწუნდა ბანაკში მყოფი ხალხი. |
| 17 |
| და გამოიყვანა მოსემ ხალხი ღვთის შესახვედრად ბანაკიდან და დადგნენ მთის ძირას. |
| 18 |
| ხოლო სინაის მთა ბოლავდა მთლიანად, რადგან უფალი ჩამოვიდა მასზე ცეცხლში, და მისგან ღუმლის კვამლივით ადიოდა კვამლი და ძლიერ ირყეოდა მთელი მთა. |
| 19 |
| და საყვირის ხმა ძლიერდებოდა მეტად. მოსე ლაპარაკობდა და ღმერთი პასუხობდა ხმით. |
| 20 |
| და ჩამოვიდა უფალი სინაის მთაზე, მთის წვერზე, და მოუხმო უფალმა მოსეს მთის წვერისკენ და ავიდა მოსე. |
| 21 |
| და უთხრა უფალმა მოსეს: „ჩადი, გააფრთხილე ხალხი, არ ამოიჭრას უფლის სახილველად, თორემ დაეცემა მათგან მრავალი. |
| 22 |
| და თვით მღვდლებიც, უფალთან მიახლებისას, განიწმიდონ, რომ არ შემუსროს ისინი უფალმა.“ |
| 23 |
| და უთხრა მოსემ უფალს: „ვერ ამოვა ხალხი სინაის მთაზე, რადგან შენ გაგვაფრთხილე და გვითხარი: ‘საზღვარი შემოწერე მთას და განწმიდე იგი.’“ |
| 24 |
| და უთხრა მას უფალმა: „წადი, ჩადი და აარონთან ერთად ამოდი, ხოლო მღვდლები და ხალხი ნუ ამოიჭრებიან უფალთან ამოსასვლელად, თორემ შემუსრავს მათ.“ |
| 25 |
| და ჩამოვიდა მოსე ხალხთან და მოუთხრო მათ. |
|
| Შენახვა Შენიშვნები |
https://beblia.bible:81/BibleAudio/georgian2002/exodus/019.mp3
40
19