და გაუკეთე მას ქოთნები ფერფლის ჩასაყრელად, და მისი ნიჩბები, და მისი სასხურებელნი, და მისი ჩანგლები, და მისი აქანდაზები, ყოველი მისი ჭურჭელი სპილენძისგან გააკეთე.
და აგრეთვე ჩრდილოეთის მხარის გასწვრივ, ასი წყრთის სიგრძის ფარდები. და სვეტები მისი – ოცი, და მათი კვარცხლბეკები – ოცი, სპილენძისა. და სვეტების დუგმები და მათი რკალები, ვერცხლისა.
და ეზოს ბჭისათვის ფარდა – ოცი წყრთა, ცისფერი, ძოწეული და ჭიაფერი ქსოვილებისა და დაგრეხილი ბისონისა, მქარგავის ნაკეთობით. ოთხი სვეტი და ოთხი კვარცხლბეკი.
საკრებულო კარავში ფარდის გარეთ, რომელიც მოწმობის კიდობნის წინაა, ენთოთ იგი აარონსა და მის ძეთ მწუხრიდან დილამდე, უფლის წინაშე. ეს საუკუნო წესია მათი თაობებისათვის ისრაელის ძეთაგან.